კონფიდენციალობის პოლიტიკა

პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობის პოლიტიკა (შემდგომში პოლიტიკა) ზემოქმედებს მთელ ინფორმაციაზე, რომელიც შპს „იანდექს“-ს და/ან მის აფილირებულ პირებს, ყველა იმ პირის ჩათვლით, რომლებიც შედიან შპს „იანდექსი“-ის ჯგუფში (შემდგომში იანდექსი), შეუძლიათ მიიღონ მომხმარებლის შესახებ იმ დროს, როდესაც ისინი სარგებლობენ იანდექსის ნებისმიერი საიტით, სერვისით, სამსახურით, პროგრამით, პროდუქტით ან მომსახურებით (შემდგომში სერვისები, იანდექსის სერვისები) და იანდექსის მიერ მომხმარებელთან არსებული ნებისმიერი შეთანხმებისა და ხელშეკრულების შესრულების დროს. მომხმარებლის თანხმობა პოლიტიკაზე, რომელიც მის მიერ გამოიხატა ერთ-ერთი ჩამოთვლილი პირისადმი, ვრცელდება ყველა დანარჩენ ჩამოთვლილ პირზე.

იანდექსის სერვისების გამოყენება ნიშნავს მომხმარებლის უპირობო თანხმობას წინამდებარე პოლიტიკისადმი და მასში მითითებული მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პირობებისადმი; იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ამ პირობებს, მან თავი უნდა შეიკავოს ამ სერვისების გამოყენებისაგან.

1. მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც იანდექსი ამუშავებს

1.1. წინამდებარე პოლიტიკის ფარგლებში „მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის“ ქვეშ იგულისხმება:

1.1.1. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი დამოუკიდებლად წარადგენს თავის თავზე რეგისტრაციისას (სააღრიცხვო ჩანაწერების შექმნა), ან სერვისების გამოყენების პროცესში, მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის ჩათვლით. სერვისების მისაღებად სავალდებულო ინფორმაცია მონიშნულია სპეციალური წესით. სხვა ინფორმაციას მომხმარებელი წარადგენს თავისი შეხედულებისამებრ.

1.1.2. მონაცემები, რომლებიც ავტომატურად გადაეცემა იანდექსის სერვისებს მოხმარების პროცესში მომხმარებლის მოწყობილობაზე დაყენებული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, მათ შორის IP მისამართი, cookie ფაილების მონაცემები, ინფორმაცია მომხმარებლის ბრაუზერზე (ან ნებისმიერ პროგრამაზე, რომლის საშუალებითაც ხდება წვდომა სერვერებზე), მომხმარებლის მიერ გამოყენებული მოწყობილობებისა და პროგრმული უზრუნველყოფის ტექნიკური მახასიათებლები, სერვისებთან წვდომის თარიღი და დრო, მოთხოვნილი ფურცლების მისამართები და სხვა მსგავსი ინფორმაცია.

1.1.3. სხვა ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ, რომლის დამუშავება გათვალისწინებულია იანდექსის ცალკეული სერვისებით სარგებლობისას.

1.2. წინამდებარე პოლიტიკა გამოდგება მხოლოდ იმ ინფორმაციისათვის, რომელიც მუშავდება იანდექსის სერვისების გამოყენებისას. იანდექსი არ აკონტროლებს და პასუხს არ აგებს მესამე პირთა იმ საიტების მიერ ინფორმაციის დამუშავებაზე, რომლებზეც მომხმარებელი შეიძლება გადავიდეს იანდექსის საიტებზე მისაწვდომი მითითებებით, მათ შორის ძიების შედეგად.

1.3. იანდექსი არ ამოწმებს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ინფორმაციის სარწმუნოობას და არ აქვს შესაძლებლობა შეამოწმოს მისი ქმედუნარიანობა. თუმცა იანდექსი ამოდის იქიდან, რომ მომხმარებელი მას აწვდის სარწმუნო და საკმარის პერსონალურ ინფორმაციას და ინარჩუნებს ამ ინფორმაციას აქტუალურ მდგომარეობაში. არასარწმუნო, ან არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდების შედეგები განსაზღვრულია იანდექსის სერვისების მომხმარებლურ ხელშეკრულებაში (https://yandex.ru/legal/rules_ka/).

2. მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის დამუშავების მიზნები

2.1. იანდექსი აგროვებს და ინახავს მხოლოდ იმ პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია მომხმარებლისათვის სერვისების მიწოდებისა და მასთან დადებული შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პერსონალური ინფორმაციის აუცილებელი შენახვა გათვალისწინებულია კანონმდებლობით კანონით განსაზღვრული გარკვეული დროის განმავლობაში.

2.2. მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას იანდექსი ამუშავებს შემდეგი მიზნებით:

2.2.1. მხარის იდენტიფიკაციისას სერვისების, შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების ფარგლებში;

2.2.2. მომხმარებლისათვის პერსონალიზებული სერვისების მიწოდებისას, შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების შესრულებისას;

2.2.3. მომხმარებელთან კავშირისას, მათ შორის იმ შეტყობინებების, მოთხოვნებისა და ინფორმაციის გაგზავნისას, რომლებიც ეხება სერვისების გამოყენებას, შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების შესრულებას, ასევე მომხმარებლის მოთხოვნებისა და განცხადებების დამუშავებას;

2.2.4. სერვისების ხარისხის, მათი მოხმარების მოსახერხებლობის გაუმჯობებსებისას, ახალი სერვისების შემუშავებისას;

2.2.5. სარეკლამო მასალების თარგეტირებისას;

2.2.6. გაუპიროვნებელი მონაცემების საფუძველზე სტატისტიკური და სხვა გამოკვლევებისას;

3. მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პირობები და მათი გადაცემა მესმე პირებისადმი

3.1. იანდექსი ინახავს მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციას კონკრეტული სერვისების შიდა რეგლამენტის შესაბამისად.

3.2. დაცულია მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომხმარებელი თვითონ წარადგენს ინფორმაციას თავის თავზე ადამიანთა შეუზღუდავი წრისათვის ხელმისაწვდომად. ცალკეული სერვისების გამოყენებისას, მომხმარებელი თანხმდება იმას, რომ მისი პერსონალური ინფორმაციის გარკვეული ნაწილი ხდება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი.

3.3. იანდექსი უფლებამოსილია გადასცეს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია მესამე პირებს შემდეგ შემთხვევებში:

3.3.1. მომხმარებელი დაეთანხმა ასეთ მოქმედებებს;

3.3.2. გადაცემა აუცილებელია, რათა მომხმარებელმა გამოიყენოს განსაზღვრული სერვისი, ან შესრულდეს მომხმარებელთან დადებული რომელიმე შეთანხმება, ან ხელშეკრულება;

3.3.3. მომხმარებლის მიერ არაკომერციული შპს „იანდექს.დენგი“-ს სერვისების გამოყენებისას (ОГРН: 1127711000031) მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს არაკომერციული შპს „იანდექს.დენგი“-ს დასამუშავებლად იმ პირობებითა და მიზნებით, რომლებიც განსაზღვრულია შეთანხმებაში „იანდექს.დენგი“-ს სერვისების გამოყენების შესახებ (https://money.yandex.ru/doc.xml?id=522764) და არაკომერციული შპს „იანდექს.დენგი“-ს კონფიდენციალობის პოლიტიკაში (https://money.yandex.ru/doc.xml?id=525698);

3.3.4. მომხმარებლის მიერ კომპანია შპს „იანდექს.ვერტიკალი“-ს (ОГРН: 5157746192742) სერვისებითა და მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს შპს „იანდექს.ვერტიკალი“-ს დასამუშავებლად და იმ პირობებით და იმ მიზნებით, რომლებიც განსაზღვრულია „იანდექს.ავტო“-ს» (https://yandex.ru/legal/auto_termsofuse/, „იანდექს.რობოტი“-ს (https://yandex.ru/legal/job_termsofuse/, „იანდექს.ნედვიჟიმოსტ“-ის (https://yandex.ru/legal/realty_termsofuse/ ), „იანდექს.პუტეშესტვია“-ს (https://yandex.ru/legal/travel_termsofuse/ ) სერვისების გამოყენების პირობებში;

3.3.5. მომხმარებლის მიერ კომპანია შპს „იანდექს.ტაქსი“-ს (ОГРН: 5157746192731) სერვისებითა და მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს შპს „იანდექს.ტაქსი“-ს დასამუშავებლად და იმ პირობებით და იმ მიზნებით, რომლებიც განსაზღვრულია „იანდექს.ტაქსი“-ს» (https://yandex.ru/legal/taxi_termsofuse/ ) სერვისების გამოყენების პირობებში;

3.3.6. მომხმარებლის მიერ კომპანია შპს „იანდექს.მარკეტ“-ის (ОГРН: 1167746491395) სერვისებითა და მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს შპს „იანდექს.მარკეტ“-ს დასამუშავებლად და იმ პირობებით და იმ მიზნებით, რომლებიც განსაზღვრულია „იანდექს.მარკეტ“-ის (https://yandex.ru/legal/market_termsofuse/ ) სერვისების გამოყენების პირობებში;

3.3.7. გადაცემა გათვალისწინებულია რუსეთის ან სხვა მისაღები კანონმდებლობით, კანონმდებლობით დამტკიცებული პროცედურების ფარგლებში;

3.3.8. ასეთი გადაცემა ხდება ბიზნესის გაყიდვის ან სხვაგვარი გადაცემის ფარგლებში (ნაწილობრივ ან მთლიანად), ამასთან შემძენზე გადადის წინამდებარე პოლიტიკის პირობების დაცვის ყველა ვალდებულება მიღებული პერსონალური ინფორმაციის მიმართ;

3.3.9. იანდექსისა და მესამე პირების უფლებათა და კანონიერ ინტერესთა დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით იმ შემთხვევებში, როდესაც მომხმარებელი არღვევს იანდექსის სერვისების https://yandex.ru/legal/rules_ka/) სამომხმარებლო შეთანხმებას, წინამდებარე პოლიტიკას ან დოკუმენტებს, რომლებიც შეიცავს კონკრეტული სერვისების გამოყენების პირობებს.

3.3.10. როდესაც მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის დამუშავების შედეგად, ინფორმაციის გაუპიროვნების გზით, მიღებულია გაუპიროვნებული სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც გადაეცემა მესამე პირს გამოკვლევების ჩასატარებლად, სამუშაოთა შესასრულებლად ან იანდექსის დავალებით მოსახურების გასაწევად.

3.4. მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავებისას იანდექსი ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციის ფედერალური კანონით „პერსონალური მონაცემების შესახებ“.

4. ინფორმაციის შეცვლა. მონაცემთა აუცილებელი შენახვა

4.1. მომხმარებელმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეცვალოს (განაახლოს, დაამატოს) მის მიერ მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია ან მისი ნაწილი, ისარგებლებს რა პერსონალური მონაცემების რედაქტირების ფუნქციით განყოფილებაში „პასპორტი“ (https://passport.yandex.ru/passport?mode=changereg) ან შესაბამისი სერვისის პერსონალურ განყოფილებაში.

4.2. მომხმარებელს ასევე შეუძლია წაშალოს განსაზღვრული სააღრიცხვო ჩანაწერის ფარგლებში წარდგენილი ინფორმაცია, გამოიყენებს რა ფუნქციას „ექაუნთის წაშლა“ განყოფილებაში „პასპორტი“ (https://passport.yandex.ru/passport?mode=delete). ამასთან ექაუნთის წაშლამ შეიძლება გამოიწვიოს იანდექსის ზოგიერთი სერვისის გამოყენების გაუქმება.

4.3. უფლებები, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე პოლიტიკის 4.1. და 4.2. პარაგრაფებში, შეიძლება შეიზღუდოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ, ეს შეზღუდვები შეიძლება ითვალისწინებდეს იანდექსის ვალდებულებას, შეინახოს მომხმარებლის მიერ შეცვლილი ან წაშლილი ინფორმაცია კანონმდებლობით დაწესებულ ვადებში, და გადასცეს ასეთი ინფორმაცია კანონმდებლობით დამტკიცებული პროცედურის შესააბამისად სახელმწიფო ორგანოებს.

5. პერსონალური ინფორმაციის დამუშავება Cookie ფაილებისა და მრიცხველების მეშვეობით

5.1. Cookie ფაილები, რომლებიც გადაეცემა იანდექსისაგან მომხმარებლის აღჭურვილობასა და მომხმარებლის აღჭურვილობისაგან იანდექსს, იანდექსის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნას მომხმარებლისათვის პერსონალიზებული სერვისების მიწოდებისათვის, რეკლამის თარგეტირებისათვის, რომელიც წარედგინება მომხმარებელს სტატისტიკური და კვლევითი მიზნებით, ასევე იანდექსის სერვისების გაუმჯობესებისათვის.

5.2. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ აღჭურვილობასა და პროგრამულ უზრუნველყოფას, მის მიერ გამოყენებულს ინტერნეტის ქსელის საიტებზე შესასვლელად, შეიძლება ჰქონდეს cookie ფაილებით ოპერირების აკრძალვის (ნებისმიერი საიტისათვის ან გარკვეული საიტებისათვის), ასევე ადრე მიღებული cookie-ს წაშლის ფუნქცია.

5.3. იანდექსი უფლებამოსილია დაადგინოს, რომ გარკვეული სერვისის მიწოდება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, რომ cookie ფაილების მიღებაზე გვაქვს მომხმარებლის თანხმობა.

5.4. cookie სტრუქტურა, მისი შინაარსი და ტექნიკური პარამეტრები განისაზღვრება იანდექსის მიერ და შეიძლება შეიცვალოს მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

5.5. იანდექისი მიერ სერვისებში განთავსებული მრიცხველები შეიძლება გამოყენებულ იქნას მომხმარებლის cookie ფაილების ანალიზისათვის, სერვისების გამოყენებაზე არსებული ინფორმაციის შესაგროვებლად და დასამუშავებლად, ასევე სერვისების მთლიანად და მათი ცალკეული ფუნქციების შრომისუნარიანობის უზრუნველსაყოფად. მრიცხველების სამუშაო ტექნიკური პარამეტრები განისაზღვრება იანდექსის მიერ და შეიძლება შეიცვალოს მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

6. ზომები, რომლებიც მიიღება მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის დასაცავად

6.1. იანდექსი იღებს აუცილებელ და საკმარის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციაზე მესამე პირების მიერ არაკანონიერი ან შემთხვევითი წვდომისაგან, განადგურებისაგან, შეცვლისაგან, ბლოკირებისაგან, კოპირებისაგან, გავრცელებისაგან, ასევე სხვა არაკანონიერი ქმედებებისაგან დასაცავად.

7. კონფიდენციალობის პოლიტიკის შეცვლა. გამოყენებული კანონმდებლობა

7.1. იანდექსს აქვს უფლება ცვლილებები შეიტანოს წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკაში. აქტუალურ რედაქციაში ცვლილებეის შეტანისას მიეთითება უკანასკნელი განახლების თარიღი. პოლიტიკის ახალი რედაქცია ძალაში შედის მისი განთავსებისთანავე, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული პოლიტიკის ახალი რედაქციით. მოქმედი რედაქცია ყოველთვის ხელმისაწვდომია https://yandex.ru/legal/confidential_ka/ მისამართის მქონე გვერდზე.

7.2. წინამდებარე პოლიტიკასა და იანდექსსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიქმნება კონფიდენციალობის პოლიტიკის გამო, გამოიყენება რუსეთის ფედერაციის სამართალი.

8. უკუკავშირი. კითხვები და წინადადებები

8.1. ყველა წინადადება და კითხვა წინამდებარე პოლოტიკაზე მომხმარებელს შეუძლია გააგზავნოს იანდექსის მომხმარებლების მხარდამჭერ სამსახურში (http://feedback.yandex.ru/), ან მისამართზე 119021, მოსკოვი, ლ. ტოლსტოის ქ. #16, შპს „იანდექს“-ი.