კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ეს დოკუმენტი არის კონფიდენციალურობის პოლიტიკის თარგმანი ქართულ ენაზე. კონფიდენციალურობის პოლიტიკის რუსულენოვან ვერსიასა და ამ თარგმანის შორის არსებული წინააღმდეგობების შემთხვევაში - მხოლოდ კონფიდენციალურობის პოლიტიკის რუსული ენის ვერსია არის იურიდიულად აუცილებელი. კონფიდენციალურობის პოლიტიკის ვერსია რუსულ ენაზე შეიძლება იხილოთ აქ: https://yandex.ru/legal/confidential/?lang=ru.

გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2018

მიმდინარე ვერსია მისაწვდომია მისამართზე: https://yandex.ru/legal/confidential_ka/

1. რას არეგულირებს კონფიდენციალურობის მოცემული პოლიტიკა

კონფიდენციალურობის მოცემული პოლიტიკა (შემდგომში - „პოლიტიკა“) მოქმედებს ყველა ინფორმაციასთან მიმართებაში, პერსონალური მონაცემების ჩათვლით მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში (შემდგომში - „პერსონალური ინფორომაცია“), რომელიც „იანდექს“ შპს-ს და/ან მის აფილირებულ პირებს, იმ პირების ჩათვლით, რომლებიც შედიან ერთ ჯგუფში „იანდექსი“ შპს-სთან[1] (შემდგომში - „იანდექსი“), შეუძლიათ მიიღონ თქვენს შესახებ, თქვენს მიერ ნებისმიერი საიტის, პროგრამის, პროდუქტის და/ან იანდექსის სერვისის (შემდგომში ერთად- „სერვისები“) გამოყენების პროცესში, რომელთა შესახებ ინფორმცია თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ საიტებზე yandex.ru, yandex.com, yandex.ua, yandex.by, yandex.kz, yandex.com.tr და სხვა საიტებზე, რომლებიც ეკუთვნის იანდექს (შემდგომში - „საიტები“),აგრეთვე ნებისმიერ ხელშეკრულების ან შეთანხმების შესრულებისას, დადებულს იანდექს-ის მიერ თქვენთან თქვენს მიერ სერვისების გამოყენების შესახებ. ასევე პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაცემული იქნას იანდექსისათვის მისი პარტნიორების მიერ (შემდგომში - „პარტნიორები“), რომელთა საიტებს, პროგრამებს, პროდუქტებს ან სერვისებს თქვენ იყენებთ (მაგალითად, იანდექსის რეკლამის დამკვეთები). ასეთ შემთხვევებში პერსონალური ინფორმაციის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ გამოსაყენებელი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და ხორციელდება სპეციალური ხელშეკრულებების საფუძველზე იანდექს-სა და თითოეულ პარტნიორს შორის.

გთხოვთ, მიაქციეთ ყურადღება, რომ ნებისმიერი საიტის და/ან სერვისის გამოყენება შეიძლება რეგულირდებოდეს დამატებითი პირობებით, რომლებითაც წინამდებარე პოლიტიკაში შეიძლება შეტანილი იქნას ცვლილებები და/ან დამატებები.

2. ვინ ახორციელებს დამუშავებას

თქვენს მიერ საიტებისა და მომსახურების გამოყენების უზრუნველსაყოფად, ხდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება „იანდექს“ შპს-ის, იურიდიული პირის, რომელიც შექმნილია რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია მისამართზე: 119021, რუსეთი, ქ. მოსკოვი, ლევ ტოლსტოის ქ., სახლი 16 („იანდექს“ შპს) ან მისი აფილირებული პირის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის სერვისს. ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი პირი უზრუნველყოფს ამა თუ იმ სერვისს, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ შესაბამისი სერვისის გამოყენების პირობებში.

ევროპული ეკონომიკური ზონის ან შვეიცარიის ტერიტორიაზე მყოფ მომხმარებლებისათვის იანდექსი წარმოდგენილია ევროპული ეკონომიკური ზონის ან შვეიცარიის ტერიტორიაზე კომპანიით Yandex Oy, იურიდიული პირით, რომელიც შექმნილია ფინეთის კანონმდებლობის მიხედვით, დარეგისტრირებულის მისამართზე: მორეენიკატუ 6, 04600 მიანტსიალია, ფინეთი (Moreenikatu 6, 04600 Mäntsälä, Suomi).

3. რა არის მოცემული პოლიტიკის მიზანი

თქვენი პერსონალური ინფორმაციის და თქვენი კონფიდენციალურობის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია იანდექსისათვის. ამიტომ თქვენს მიერ სერვისების და საიტების გამოყენებისას იანდექსი იცავს და ამუშავებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მოქმედი კანონმდებლობის მკაცრი შესაბამისობით.

მივყვებით რა ჩვენს მოვალეობებს ვუზრუნველყოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვა, ამ პოლიტიკაში ჩვენ გვსურს რაც შეიძლება გამჭვირვალედ მოვახდინოთ თქვენი ინფორმირება შემდეგი მომენტების შესახებ:

(a) რითსვის და როგორ გამოიყენება („მუშავდება“) იანდექსის მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, როდესაც თქვენ იყენებთ საიტებს და/ან სერვისებს;

(b) რაში მდგომარეობს იანდექსის როლი და მოვალეობები როგორც იურიდიული პირისა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ რისთვის და როგორ მუშავდება თქვემი პერსონალური ინფორმაცია;

(c) რომელი ინსტრუმენტები შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისათვის, რომ შეამციროთ თქვენს შესახებ იანდექსის მიერ შესაგროვებელი პერსონალური ინფორმაციის მოცულობა; და

(d) რა უფლებები გაქვთ თქვენ პერსონალური ინფორმაციის დამუშავების ჩარჩოებში.

4. რა პერსონალურ ინფორმაციას აგროვებს თქვენს შესახებ იანდექსი

პერსონალური ინფორმაცია, შეგროვებული საიტების მუშაობის და/ან სერვისების მიწოდების პროცესში, შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, ახორციელებთ თქვენ წვდომას საიტებთან და/ან სერვისებთან იანდექსის თქვენი სააღრიცხვო ჩანაწერით ან მის გარეშე. იმ შემთხვევებში, როდესაც თქვენ ახორციელებთ შესვლას თქვენს სააღრიცხვო ჩანაწერში, პერსონალური ინფორმაცია, შეგროვილი იანდექსის მიერ თქვენს შესახებ, თქვენს მიერ საიტების და სერვისების გამოყენების დროს, შეიძლება შედარებული და დაკავშირებული იქნას სხვა პერსონალურ ინფორმაციასთან, რომელიც შეგროვბული იქნა იანდექსის მიერ თქვენს მიერ თქვენი სააღრიცხვო ბარათის გამოყენების ჩარჩოებში (მაგალითად, თქვენი საიდენტიფიკაციო მონაცემები, კონტაქტური მონაცემები, ასაკი და სქესი, თუ ისინი წარმოდგენილი იყო იანდექსისათვის). იანდექსი არ ამოწმებს თქვენს მიერ წარმოდგენილ პერსონალურ ინფორმაციას და ვერ იმსჯელებს მისი სარწმუნოების შესახებ. მიუხედავად ამისა, იანდექსი მოახდენს რეზიუმირებას, რომ თქვენ წარმოადგენთ სარწმუნო და საკმარის პერსონალურ ინფორმაციას, ასევე დროულად ახდენთ მის განახლებას.

იანდექს შეუძლია თქვენს შესახებ შემდეგი კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის შეგროვება თქვენს მიერ საიტების და სერვისების გამოყენებისას:

(i) პერსონალური ინფორმაცია, თქვენს მიერ რეგისტრაციის გავლის (სააღრიცხვო ჩანაწერის შექმნის) დროს მიწოდებული, როგორიცაა თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი, მისამართი და ასაკი;

(ii) ელექტრონული მონაცემები (HTTP-სათაურები, IP-მისამართი, cookie ფაილები, ვებ-შუქურები/Pixel tag, მონაცემები ბრაუზერის იდენტიფიკატორის შესახებ, ინფორმაცია აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ);

(iii) საიტებთან და/ან სერვისებთან წვდომის განხორციელების თარიღი და დრო;

(iv) ინფორმაცია თქვენი აქტივობის შესახებ, რომელიც განხორციელდა საიტების და/ან სერვისების გამოყენების დროს (მაგალითად, საძიებო შეკითხვების ისტორია, იმათი ელექტრონული ფოსტის მისამართები, ვისთანაც თქვენ აწარმოებთ მიმოწერას, ელექტრონული ფოსტის შინაარსი და დანართები, ასევე ფაილები, რომლებიც ინახება იანდექსის სისტემებში);

(v) ინფორმაცია (გეო) ლოკაციის შესახებ;

(vi) სხვა ინფორმაცია თქვენს შესახებ, რომელიც აუცილებელია დამუშავებისათვის პირობების შესაბამისად, რომლებიც არეგულირებენ იანდექსის კონკრეტული საიტების ან სერვისების გამოყენებას;

(vii) ინფორმაცია თქვენს შესახებ, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ ჩვენი პარტნიორებისაგან შეთანხმებების პირობების შესაბამისად, რომლებიც დადებულია თქვენსა და შესაბამის პატრნიორს შორის.

ასევე იანდექსი იყენებს cookie ფაილებს და ვებ-შუქურებს (Pixel tag-ის ჩათვლით) პერსონალური ინფორმაციის შეგროვებისა და ასეთი პირადი ინფორმაციის შეკავშირებისათვის თქვენს მოწყობილობასთან და ვებ-ბრაუზერთან (იხ. წინამდებარე პოლიტიკის მე-11 კარი).

იანდექსი არ აწარმოებს მგრძნობიარე პერსონალური ინფორმაციის მიზანმიმართულ შეგროვებას (როგორიცაა რასობრივი წარმოშობა, პოლიტიკური შეხედულებები, ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ და ბიომეტრიული მონაცემები). მიუხედავად ამისა თქვენ შეგიძლიათ ისინი დამოუკიდებლად მიაწოდოთ იანდექს და ასეთ შემთხვევაში იანდექსი დაამუშავებს მათ თქვენთვის სერვისების მიწოდების ჩარჩოებში (მაგალითად, თუ თქვენ მიუთითებთ საძიებო მოთხოვნას, რომელიც ეხება თქვენს ჯანმრთელობას). ამავდროულად უნდა გაითვალისწინოთ, რომ იანდქსი ვერ მოითხოვს თქვენს თანხმობას ასეთ დამუშავებაზე, რადგანაც წინასწარ არ არის ინფორმირებული პერსონალური ინფორმაციის პოტენციურად მგრძნობიარე ხასიათის შესახებ, რომლის მიწოდებაც თქვენ შეგიძლიათ იანდექსისათვის.

იანდექსი არ ახორციელებს მონაცემების მოგროვებას მომხმარებლის „პორტრეტის“ შედგენის მიზნით, იმ ხარისხით, რომელიც მნიშვნელოვნად იმოქმედებს თქვენს უფლებებსა და თავისუფლებაზე.

5. როგორია თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი

იანდექსი არ არის უფლებამოსილი განახორციელოს თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება ამაზე საკმარისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამიტომ იანდექსი ამუშავებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

(i) დამუშავება აუცილებელია თქვენს წინაშე იანდექსის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად, საიტებისა და სერვისების მუშაობის უზრუნველყოფის ჩათვლით (მაგალითად,თქვენს საძიებო მოთხოვნებზე თქვენთვის ძიების შედეგების მოწოდება); ან

(ii) დამუშავება აუცილებელია კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების დასაცველად; ან

(iii) თუ ეს გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით, დამუშავება აუცილებელია იანდექსის კანონიერი ინტერესების უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი დამუშავება არ ახდენს მნიშვნელოვან ზემოქმედებას თქვენს ინტერესებზე, თქვენს ფუნდამენტალურ უფლებებსა და თავისუფლებაზე. მიაქციეთ ყურადღება, რომ მითითებულ საფუძველზე თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავიბისას, იანდექსი ყოველთვის შეეცდება შეინარჩუნოს ბალანსი მისი კანონიერი ინტერესებისა და თქვენი კონფიდენციალურობის დაცვას შორის.

იანდექსი ამუშავებს თქვენს პერსონაურ ინფორმაციას თავისი „კანონიერი ინტერესების“ უზრუნველსაყოფად, მაგალითად, შემდეგ შემთხვევებში:

(a) რომ უკეთ გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებთ ჩვენს საიტებთან და / ან სერვისებთან;

(b) რომ გავაუმჯობესოთ, შევცვალოთ, მოვახდინოთ პერსონალიზირება ან სხვაგვარად გავაუმჯობესოთ საიტები და სერვისები ყველა მათი მომხმარებლის ინტერესებში;

(c) რეკლამის ჩვენება, რომელიც ითვალისწინებს თქვენს ინტერესებს);

(iv) კონკრეტული მიზნებისათვის ჩვენ შეგვიძლია გამოვითხოვოთ თქვენი ცალკე თანხმობა თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე.

იანდექსი ყოველთვის ამუშავებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას გარკვეული მიზნებისათვის და მხოლოდ იმას, რომელიც ეხება ამ მიზნების მიღწევას. კერძოდ, ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას შემდეგი მიზნებისათვის:

(i) თქვენთვის საიტებთან და/ან სერვისებთან წვდომის უზრუნველოფა (მათ შორის ძიების შედეგების მოწოდება თქვენს საძიებო მოთხოვნებზე საპასუხოდ, თქვენი უპირატესობის, ძიების ისტორიის და თქვენს შესახებ სხვა პერსონალური ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც ხელმისაწვდომია იანდექსისათვის);

(ii) თქვენს სააღრიცხვო ჩანაწeრთან წვდომის უზრუნველყოფა, იანდექსის ელექტრონული ფოსტის ყუთის და ფაილების საცავის ჩათვლით, თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ შესაბამის სერვისებზე;

(iii) თქვენთან კავშირის განხორციელება თქვენთვის შეტყობინებების, მოთხოვნების და ინფორმაციის გამოსაგზავნად, რომლებიც ეხება საიტების და სერვისების მუშაობას, თქვენთან ჩვენი შეთანხმებების შესარულებალად და თქვემი მოთხოვნების და განაცხადების დასამუშავებლად;

(iv) რეკლამებისა და წინადადებების უზრუნველყოფა თქვენი პრეფერენციების, ძიების ისტორიისა და თქვენს შესახებ სხვა პერსონალური ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც ხელმისაწვდომია იანდექსისათვის;

(v) საიტებისა და სერვისების გამოყენების მოხერხებულობის გაუმჯობესება, მათ შორის ძიების უფრო რელევანტური შედეგების ჩვენებისათვის და უფრო პერსონალიზირებული საიტების და სერვისების უზრუნველყოფისათვის, ასევე იანდექსის სხვა პროდუქტების, დანართების და სერვისების გასაუმჯობესებლად;

(vi) იანდექსის ახალი პროდუქტების, utility-ს და წინადადებების შექმნა;

(vii) თქვენი უფლებების და იანდექსის უფლებების დაცვა;

(viii) შეგროვება, დამუშავება და სტატისტიკური მონაცემების, დიდი მონაცემების და სხვა კვლევების და პერსონალური ინფორმაციის ანალიზის მიწოდება.

6. როგორ იცავს იანდექსი თქვენს პერსონალურ ინფორიმაციას

უმეტეს შემთხვევაში პერსონალური ინფორმაცია მუშავდება ავტომატიურად მასთან ჩვენი თანამშრომლების წვდომის გარეშე. თუმცა, თუ ასეთი წვდომა აუცილებელია, თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან წვდომა ეძლევა მხოლოდ იანდექსის იმ თანამშრომლებს, რომელთა პროფესიონალური ამოცანები მოითხოვენ ასეთ ინფორმაციის გამოყენებას. მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვისა და უზრუნველყოფისათვის ყველა თანამშრომელმა უნდა დაიცვას შიდა წესები და პროცედურები პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან მიმართებაში. მათ ასევე უნდა დაიცვან უსაფრთხოების ყველა ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც მოქმედებენ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაცავად.

იანდექსმა ასევე დანერგა საკმარისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები პერსონალური ინფორმაციის დასაცავად არასანქციონირებული, შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, დაკარგვისაგან, არაკეთილსინდისიერი გამოყენებისაგან, გახსნისაგან ან წვდომისაგან, ასევე დამუშავების სხვა უკანონო ფორმებისაგან. უსაფრთხოების ეს ზომები რეალიზებული იყო ტექნიკის თანამედროვე დონის, მათი რეალიზაციის ღირებულების, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან და ხასიათთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით.

7. ვის გააჩნია კიდევ წვდომა თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან და ვისთვის შეიძლება იქნას ის გადაცემნული

7.1. იანდექსი ჯგუფის ფარგლებში

იანდექსი-ს შეუძლია გადასცეს თქვენი პერსონალური ინფორმაცია თავის თანამშრომლებს (ამ პოლიტიკის მე -6 კარში აღნიშნულ ფარგლებში). იანდექს-ს ასევე შეუძლია გადასცეს თქვენი პერსონალური ინფორმაცია სხვა კომპანიებს იმ პირთა ჯგუფიდან, რომლებსაც ეკუთვნის იანდექს (“იანდექს ჯგუფი”). ყველა შემთხვევაში პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება მხოლოდ ამ პოლიტიკის მე-5 კარში მოცემული მიზნებისათვის, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი საიტებისა და/ან სერვისების გამოყენების პირობებით მიცემული იანდექს ჯგუფის კომპანიების მიერ, მათ შორის:

თქვენს მიერ კომპანია NPO “Yandex.Money” LLC-ის (ძირითადი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი: 1127711000031) სერვისების და მომსახურების გამოყენებისას თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს NPO “Yandex.Money” LLC-ში დასამუშავებლად პირობებზე და მიზნებისათვის, რომელიც განსაზღვრულია შეთანხმებაში “Yandex.Money”-ის სერვისის გამოყენების შესახებ (https://money.yandex.ru/doc.xml?id=522764) და NPO “Yandex.Money” LLC-ს კონფიდენციალობის პოლიტიკაში (https://money.yandex.ru/doc.xml?id=525698);

თქვენს მიერ კომპანია “Yandex.Classifieds” LLC-ის (ძირითადი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი: 5157746192742) სერვისების და მომსახურების გამოყენებისას თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს “Yandex.Classifieds” LLC-ში დასამუშავებლად პირობებზე და მიზნებისათვის, რომელიც განსაზღვრულია “Yandex.Auto”-ის (https://yandex.ru/legal/auto_termsofuse/), “Yandex.Jobs”-ის (https://yandex.ru/legal/job_termsofuse/), “Yandex.Realty”-ის (https://yandex.ru/legal/realty_termsofuse/), “Yandex.Travel”-ის (https://yandex.ru/legal/travel_termsofuse/) სერვისის გამოყენების პირობებში;

თქვენს მიერ კომპანია “Yandex.Taxi” LLC-ის (ძირითადი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი: 5157746192731) სერვისების და მომსახურების გამოყენებისას თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს “Yandex.Taxi” LLC-ში დასამუშავებლად პირობებზე და მიზნებისათვის, რომელიც განსაზღვრულია “Yandex.Taxi”-ის (https://yandex.ru/legal/taxi_termsofuse/);

თქვენს მიერ კომპანია “Yandex.Market” LLC-ის (ძირითადი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი: 1167746491395) სერვისების და მომსახურების გამოყენებისას თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს “Yandex.Market” LLC-ში დასამუშავებლად პირობებზე და მიზნებისათვის, რომელიც განსაზღვრულია “Yandex.Market” (https://yandex.ru/legal/market_termsofuse/) სერვისის გამოყენების წესებში;

თქვენს მიერ კომპანია “Yandex Cloud Technologies” LLC-ის (ძირითადი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი: 1167746432040) სერვისების და მომსახურების გამოყენებისას თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს “Yandex Cloud Technologies” LLC-ში;

თქვენს მიერ კომპანია “Yandex.Drive” LLC-ის (ძირითადი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი: 5177746277385) სერვისების და მომსახურების გამოყენებისას თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს “Yandex.Drive” LLC-ში დასამუშავებლად პირობებზე და მიზნებისათვის, რომელიც განსაზღვრულია “Yandex.Drive”-ის (https://yandex.ru/legal/drive_termsofuse) სერვისის გამოყენების პირობებში;

თქვენს მიერ კომპანია “Yandex.Bus” LLC-ის (ძირითადი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი: 1177746347591) სერვისების და მომსახურების გამოყენებისას თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს “Yandex.Bus” LLC-ში დასამუშავებლად პირობებზე და მიზნებისათვის, რომელიც განსაზღვრულია “Yandex.Bus”-ის (https://yandex.ru/legal/bus_termsofuse/) სერვისის გამოყენების პირობებში;

თქვენს მიერ კომპანია ”EDADEAL PROMO” LLC-ის (ძირითადი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი: 5157746114477) სერვისების და მომსახურების გამოყენებისას თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს ”EDADEAL PROMO” LLC-ში დასამუშავებლად პირობებზე და მიზნებისათვის, რომელიც განსაზღვრულია ”Edadeal”-ის (http://corp.edadeal.ru/legal) სერვისის გამოყენების პირობებში;

თქვენს მიერ კომპანია “Kinopoisk” LLC-ის (ძირითადი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი: 1077759854919) სერვისების და მომსახურების გამოყენებისას თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს “Kinopoisk” LLC-ს დასამუშავებლად პირობებზე და მიზნებისათვის, რომელიც განსაზღვრულია „KinoPoisk”-ის (https://www.kinopoisk.ru/docs/usage/) სერვისის გამოყენების პირობებში;

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იყენებთ სერვისებს Yandex Europe AG, თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს Yandex Europe AG-ში პირობებზე და მიზნებისათვის, რომელიც განსაზღვრულია იანდექის სერვისის გამოყენების პირობებში (https://yandex.com/legal/termsofservice/);

7.2. იანდექსის ჯგუფის გარეთ

იანდექს ასევე შეუძლია პერსონალური ინფორმაციის გადაცემა მესამე პირებისათვის, რომლებიც არ შედიან იანდექსის ჯგუფში, წინამდებარე პოლიტიკის მე-5 კარში მითითებულ მიზნების მისაღწევად. მესამე პირებს შეიძლება მიეკუთნებოდნენ:

(i) პარტნიორები, როგორიც არიან საიტების და აპლიკაციის მფლობელები, სარეკლამო ქსელები და სხვა პარტნიორები, რომლებიც უზრუნველყოფენ იანდექს მომსახურებით, რომელიც დაკავშირებულია რეკლამის განთავსებასა და ასახვასთან საიტებზე, პროგრამებში, პროდუქტებში ან სერვისებში, რომლებიც მიეკუთვნება ან კონტროლდება ასეთი პარტნიპორებით; და

(ii) რეკლამის დამკვეთბი ან სხვა პარტნიორები, რომლებიც ასახავენ თქვენთვის რეკლამას იანდექსის საიტებზე და/ან სერვისებზე, ასევე ისეთი პარტნიორები, როგორც (IT) მომწოდებლები ან კონსულტანტები.

იანდექს ასევე შეუძლია პერსონალური ინფორმაციის გადაცემა მესამე პირებისათვის, რომლებიც არ შედიან იანდექსის ჯგუფში:

(i) მესამე პირებისათვის, რომელთა მიმართ მოხდა უფლებებისა ან მოვალეობების დათმობა, ან ინოვაცია შესაბამისი შეთანხმების მიხედვით;

(ii) ნებისმიერი ეროვნული და/ან საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანოსთვის, სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ცენტრალური ან ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის, სხვა ოფიციალური ან სახელმწიფო ორგანოებისათვის ან სასამართლოებისთვის, რომელთა მიმართ იანდექსი ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია მოქმედი კანონის შესაბამისად, შესაბამისი მოთხოვნის მიხედვით;

(iii) მესამე პირებს, იმ შემთხვევაში თუ თქვენს მიერ გამოხატული იქნა თანხმობა თქვენი პესონალური ინფორმაციის გადაცემაზე, ან პერსონალური ინფორმაციის გადაცემა საჭიროა თქვენთვის შესაბამისი სერვისის მოწოდებისათვის ან თქვენთან დადებული გარკვეული შეთანხმების ან ხელშეკრულების შესრულებისათვის;

(iv) ნებისმიერი მესამე პირისათვის იანდექსის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ან მესამე პირებისათვის თქვენს მიერ იანდექსის სერვისების სამომხმარებლო შეთანხმების (https://yandex.ru/legal/rules_ka/), წინამდებარე პოლიტიკის ან პირობების დარღვევისას, რომლებიც არეგულირებენ ცალკეული სერვისების გამოყენებას, ან სიტუაციაში, როდესაც არსებობს ასეთი დარღვევის საშიშროება.

8. სად ინახება და მუშავდება თქვენი პერსონალური ინფორმაცია

თქვენი პერსონალური ინფორმაცია შენახული იქნება რუსეთის ფედერაციაში და/ან ევროპულ ეკონომიკურ ზონაში.

რუსეთის მომხმარებლებისათვის: იანდექსი ახორციელებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების ჩაწერას, სისტემატიზაციას, დაგროვებას, შენახვას, დაზუსტებას (განახლებას, შეცვლას), ამოღებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული მონაცემთა ბაზების გამოყენებით.

მომხმარებლებისათვის ევროპული ეკონომიკური ზონიდან ან შვეიცარიიდან: რუსეთი წარმოადგენს იურისდიქციას ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ, რომელიც არ არის აღიარებული ევროკომისიის მიერ, როგორც პერსონალური მონაცემების დაცვის ადეკვატური დონის უზრუნველმყოფელი. ამიტომ იანდექსმა მიიღო შესაბამისი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასეთი გადაცემა განხორციელებული ყოფილიყო ევროკავშირის მონაცემთა დაცვის მოქმედი წესების შესაბამისად.

კერძოდ, იანდექსი ეყრდნობა ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ სტანდარტულ სახელშეკრულებო პირობებს, რათა უზრუნველყოს რუსეთში გადმოცემული თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვის ადეკვატური დონე. ამ სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების ასლის მიღება შეიძლება მოთხოვნის საფუძველზე.

9. რამდენი ხანი ვინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

იანდექს შეინახავს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მხოლოდ იმ დრომდე, სანამ ეს საჭიროა მიზნის მისაღწევად, რომლისთვისაც იგი შეგროვდა, ან კანონმდებლობის და ნორმატიურლი აქტების მოთხოვნების დასაცველად.

თუ კანონით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის მოთხოვნილი, ელექტრონული წერილები და დოკუმენტები, რომლებსაც თქვენ ინახავთ იანდექსის სისტემებში როგორც სერვისის ნაწილს, შენახული იქნება მანამდე, სანამ თქვენ გაქვთ სააღრიცხვო ჩანაწერი, მაგრამ ისინი შეიძლება წაშლილი იქნას ნებისმიერ დროს.

თუ გსურთ, რომ რომელიმე თქვენი პერსინალური ინფორმაცია მოცილებული იქნას იანდექსის მონაცემთა ბაზიდან, თქვენ დამოუკიდებლად შეგიძლიათ საჭირო პერსონალური ინფორმაციის წაშლა თქვენი სააღრიცხვო ჩანაწერის გამოყენებით ან საიტების და/ან სერვისების ინტერფეისით (სადაც ეს გამოყენებადია).

10. თქვენი უფლებები

10.1. რა უფლებები გაქვთ

თქვენ ასევე გაქვთ მონაცემების გადატანის უფლება (მაგ., თქვენს მიერ იანდექსისთვის მოწოდებული პერსონალური მონაცემების მიღებაზე, სტრუქტურირებულ, ფართოდ გამოყენებად და მანქანით წაკითხვად ფორმატში, ასევე იანდექსის მხრივ ასეთი პერსონალური მონაცემების მესამე პირისთვის შეუფერხებელ გადაცემაზე).

თუ თქვენ თვლით, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც Yandex ინახავს თქვენს შესახებ, არასწორი ან არასრულია, თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს თქვენს სააღრიცხვო ჩანაწერში და შეასწოროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია დამოუკიდებლად.

თუ ეს გათვალისწინებულია გამოსაყენებელ კანონით, თქვენ გაქვთ უფლება :

  • მოითხოვოთ თქვენი პირადი ინფორმაციის წაშლა/ამოღება;
  • მოითხოვოს თქვენი პირადი ინფორმაციის დამუშავების შეზღუდვა;
  • მოითხოვოს თქვენი პირადი ინფორმაციის რუსეთში გადაცემის ნებართვის სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების ასლი, მითითებულს ამ პოლიტიკის მე-8 კარში;
  • უარი თქვათ თქვენი პირადი ინფორმაციის დამუშავებაზე, თუ ეს გათვალისწინებულია გამოსაყენებელ კანონით.

იანდექს შეასრულებს ნებისმიერ ასეთ მოთხოვნას ან შეპასუხებას გამოსაყენებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

იმ ზომით, რომლითაც ეს გათვალისწინებულია გამოსაყენებელ კანონმდებლობით, თქვენ შეგიძლიათ იქონიოთ სხვა უფლებები, რომლებიც არ არიან ზემოთ ნახსენები.

10.2. როგორ შეგიძლიათ თქვენი უფლებების რეალიზება?

ზემოთ მოყვანილი უფლებების შესასრულებლად, გთხოვთ, შედით თქვენს სააღრიცხვო ჩანაწერში, ან სააღრიცხვო ჩანაწერის ინტერფეისში სპეციალური ფუნქციის არარსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით იანდექს (იხილეთ მოცემული პოლიტიკის მე-13 კარი).

თუ თქვენ არ ხართ კმაყოფილი იმით, თუ როგორ ამუშავებს იანდექსი თქვენს პირად ინფორმაციას, გთხოვთ შეგვატყობინოთ ჩვენ და ჩვენ განვიხილავთ თქვენს პრეტენზიას. თუ თქვენ არ ხართ კმაყოფილი იანდექსის პასუხით, თქვენ გაქვთ უფლება საჩივრის შეტანისა კომპეტენტურ ორგანოში.

11. როგორ ვიყენებთ cookie ფაილებს და სხვა მსგავს ტექნოლოგიებს საიტებზე ან თქვენს მიერ სერვისების გამოყენებისას

11.1. რა არის cookie ფაილები და რისთვის იყენებს მათ იანდექსი

Cookie ფაილები - ეს არის პატარა ტექსტური ფაილები, განთავსებული მოწყობილობაზე, რომელსაც თქვენ იყენებთ საიტებთან მისაწვდომად. ისინი შეიცავენ ინფორმაციას, რომელიც გროვდება თქვენი მოწყობილობიდან და იგზავნება უკან საიტებზე მათი ყოველი შემდგომი სტუმრობისას, თქვენი ქმედებების და პრეფერენციების დამახსოვრებისათვის დროის გასვლის შემდეგ.

საიტებზე გამოიყენება cookie ფაილების შემდეგი ტიპები:

  • მკაცრად აუცილებელი cookie ფაილები/cookie ტექნიკური ფაილები: ეს cookie ფაილები აუცილებელია საიტების მუშაობისათვის და თქვენთვის სერვისების მოწოდებისათვის და, გარდა ამისა, ისინი აძლევენ იანდექს თქვენი აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის იდენტიფიცირების საშუალებას, თქვენი ბრაუზერის ტიპის ჩათვლით;
  • სტატისტიკური/ანალიტიკური cookie ფაილები: ეს cookie ფაილები იძლევიან მომხმარებლების გამოცნობის, მათი რაოდენობის გამოთვლის და ინფორმაციის შეგროვების საშუალებას, ისეთი ინფორმაციის, როგორიცაა თქვენს მიერ წარმოებული ოპერაციები საიტებსა და სერვისებზე, თქვენს მიერ მონახებული ვებ-გვერდების და კონტენტის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით, რომელსაც თქვენ იღებთ;
  • cookie ტექნიკური ფაილები: ეს cookie ფაილები აგროვებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ მომხმარებლები საიტებთან და/ან სერვისებთან, რაც იძლევა შეცდომების გამოვლენის და ახალი ფუნქციების ტესტირების საშუალებას საიტების და სერვისების მწარმოებლურობის ასამაღლებლად;
  • ფუნქციონალური cookie ფაილები: ეს cookie ფაილები იძლევა გარკვეული ფუნქციების მიწოდების საშუალებას, რათა გაგიადვილოთ თქვენს მიერ საიტების გამოყენება, მაგალითად, თქვენი არჩევანის (როგორიცაა ადგილმდებარეობა და ენა) შენარჩუნებით;
  • (გარეშე) თვალთვალის ფაილები/cookie სარეკლამო ფაილები: ეს cookie ფაილები აგროვებენ ინფორმაციას მომხმარებლების, ტრაფიკის წყაროების, მონახულებული გვერდების და რეკლამის შესახებ, რომელიც ასახულია თქვენთვის, ასევე იმის შესახებ, რომლითაც თქვენ მოახდინეთ გადასვლა რეკლამირებულ გვერდზე. ისინი იძლევიან რეკლამის ასახვის საშუალებას, რომელმაც შეიძლება თქვენ დაგაინტერესოთ, თქვენს შესახებ შეგროვებული პერსონალური ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. ასევე ისინი გამოიყენება სტატისტიკურ და კვლევით მიზნებში

11.2. რამდენი ხნის განმავლობაში ინახება cookie ფაილები თქვენს მოწყობილობაზე

იანდექსი იყენებს ინფორმაციას, რომელსაც შეიცავს cookie ფაილები, მხოლოდ ზემოთ მითითებულ მიზნებში, რის შემდეგაც შეგროვებული მონაცემები შეინახება თქვენს მოწყობილობაზე პერიოდის განმავლობაში, რომელიც შესაძლებელია დამოკიდებული იყოს cookie ფაილების შესაბამის ტიპზე, მაგრამ ვადის გადაჭარბების გარეშე, რომელიც აუცილებელია მათი მიზნის მისაღწევად, რის შემდეგაც ისინი ავტომატურად წაიშლება თქვენი სისტემიდან.

11.3. ვის აქვს კიდევ წვდომა ინფორმაციასთან, რომელსაც შეიცავენ cookie ფაილები

თქვენს მოწყობილობაზე განთავსებული cookie ფაილების დახმარებით შეგროვებული პერსონალური ინფრომაცია შეიძლება გადაცემული იქნას და მისაწვდომი იანდექსისთვის და/ან მესამე პირებისათვის, რომლებიც მითითებულია წინამდებარე პოლიტიკის მე-7 ნაწილში. პერსონალური ინფორმაციის გამოყენება საიტების გარეთ სარეკლამო მიზნებისთვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება გახდეს ცალკეული სამომხმარებლო შეთანხმებების საგანი, რომლებიც მისაწვდომია მესამე პირების ვებ-საიტებზე. იანდექსმა და/ან მესამე პირებმა ასევე შეიძლება მოგცეთ თქვენ შესაძლებლობა უარი განაცხადოთ პერსონალიზირებული რეკლამის მიღებაზე, რომელიც შეიძლება იყოს კანონმდებლობის და წესების რეგულირების საგანი, რომლებიც გამოყენებადია ასეთი პროდუქტების, უტილიტების და წინადადებების მიმართ.

როდესაც პირველად ეწვევით საიტს შეიძლება მოთხოვნილი იქნას თქვენი თანხმობა cookie ფაილების გამოყენებაზე. თუ იმის შემდეგ, რაც თქვენ დათანხმდით cookie ფაილენის გამოყენებაზე, მოინდომებთ თქვენი გადაწყვეტილების შეცვლას, თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას cookie ფაილების წაშლით, რომლებიც ინახება თქვენს ბრაუზერში (ჩვეულებრივ კონფიდენციალურობის ნაწილის ოფციების დახმარებით თქვენი ბრაუზერის მენიუში - გთხოვთ, მიმართეთ ბრაუზერის ხელმძღვანელობას ან თქვენი ბრაუზერის ვებ-საიტის შემმუშავებელს). ამის შემდეგ, გამოჩენილი ფანჯარა, რომელიც მოითხოვს თქვენს თანხმობას, თავიდან იქნება ასახული, და თქვენ შეძლებთ სხვა არჩევანის გაკეთებას. თუ თქვენ უარს ამბობთ cookie ფაილების გამოყენებაზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ საიტების ზოგიერთი ფუნქციები იქნება მიუწვდომელი და იმოქმედებს თქვენს მიერ საიტების გამოყენების შესაძლებლობაზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრები, რათა მიიღოთ ან უარყოთ ნაგულისხმევი ყველა cookie ფაილი ან cookie ფაილები გარკვეული საიტებიდან, იანდექსის საიტების ჩათვლით. თუ თქვენ დათანხმდით cookie ფაილების გამოყენებაზე იანდექსის ერთ-ერთ საიტზე, ჩვენ მოვახდენთ რეზუმირებას, რომ cookie ფაილების გამოყენება მოწონებულია თქვენს მიერ.

იანდექს ასევე შეუძლია ვებ-შუქურების (pixel tags) გამოყენება cookie ფაილებთან წვდომისათვის, რომლებიც ადრე იყო განთავსებული თქვენს მოწყობილობაზე, შემდეგი მიზნებისათვის:

(i) თქვენი ქმედებების განსაზღვრა საიტებზე და სერვისების გამოყენების პროცესში წვდომის გზით და cookie ფაილების გამოყენებით, რომლებიც ინახება თქვენს მოწყობილობაზე;

(ii) სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, რომელიც დაკავშირებულია საიტების, სერვისების მუშაობასთან ან პროდუქტებთან, უტილიტთან და იანდექსის წინადადებებთან.

12. წინამდებარე პოლიტიკის განახლებები

წინამდებარე პოლიტიკაში შეიძლება შეტანილი იქნას ცვლილებები. იანდექს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ შეიტანოს ცვლილებები, მათ შორის, და არა მარტო, იმ შემთხვევებში, როდესაც შესაბამისი ცვლილებები დაკავშირებულია ცვლილებებთან მოქმედ კანონმდებლობაში, ასევე როდესაც შესაბამისი ცვლილებები დაკავშირებულია ცვლილებებთან საიტების და სერვისების მუშაობაში.

იანდექსი იღებს ვალდებულებას არ შეიტანოს მნიშვნელოვანი ცვლილებები, არ დააკისროს დამატებითი დატვირთვა ან შეზღუდვები თქვენს უფლებებზე, რომლებიც დადგენილია წინამდებარე პოლიტიკით თქვენი შეტყობინების გარეშე. თქვენ ინფორმირებული იქნებით ასეთი ცვლილებების შესახებ. შესაბამისი შეტყობინებები ასახული იქნება საიტზე (მაგალითად, ფანჯრის ან ბანერის მეშვეობით) მანამდე, სანამ ასეთი ცვლილებები შევა ძალაში, ან შეიძლება გაგზავნილი იქნას თქვენთვის კავშირის სხვა არხებით (მაგალითად, ელექტრონული ფოსტით, თუ თქვენ წარადგინეთ თქვენი საკონტაქტი მონაცემები).

13. შეკითხვები და წინადადებები

იანდექსი მიესალმება თქვენს შეკითხვებს და წინადადებებს, რომლებიც ეხება წინამდებარე პოლიტიკის შესრულებას ან ცვლილებას. გთხოვთ, გამოიყენოთ უკუკავშირის ჩვენი ფორმა, რომელიც განთავსებულია მისამართზე: https://yandex.ru/support/common/troubleshooting/main.html. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მისამართი მოთხოვნების გასაგზავნად თქვენი უფლებების რეალიზების შესახებ ან საჩივრების გასაგზავნად თქვენი პერსონალური ინფორმაციის არაკორექტულობასთან ან მისი დამუშავების უკანონობასთან დაკავშირებით.

დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandex.ru/legal/confidential_ka/07032017/