იანდექსის სერვისების სამომხმარებლო შეთანხმება

1. ზოგადი დებულებები

1.1. შპს “იანდექს“-ი (შემდგომში „იანდექსი“) ინტერნეტ ქსელების მომხმარებელს (შემდგომში მომხმარებელს) სთავაზობს მისი სერვისების გამოყენებას იმ პირობებით, რომლებიც მოცემულია წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმებაში (შემდგომში შეთანხმებაში). შეთანხმება ძალაშია მომხმარებლის მიერ მისი პირობებისადმი თანხმობის მიცემის მომენტიდან იმ წესით, რომელიც მითითებულია შეთანხმების 1.4. პუნქტში.

1.2. იანდექსი სთავაზობს მომხმარებლებს წვდომას სერვისების ფართო სპექტრთან, მათ შორის ნავიგაციის, კომუნიკაციის, ძებნის, სხვადასხვა სახის ინფორმაციისა და მასალების (კონტენტების) განთავსებასა და შენახვის, კონტენტის პერსონალიზაციის, შესყიდვების წარმოებისა და სხვა საშუალებებთან. ამ დროისათვის არსებული ყველა სერვისი, ასევე მათი ნებისმიერი განვითარება და/ან ახლების დამატება წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების საგანს.

1.3. იანდექსის სერვისების გამოყენება რეგულირდება წინამდებარე შეთანხმებით, იანდექსის ძებნის სისტემის (https://yandex.ru/legal/termsofuse/) გამოყენების ლიცენზიით, კონფიდენციალურობის პოლიტიკით (https://yandex.ru/legal/confidential_ka/), ასევე ცალკეული სერვისების გამოყენების პირობებით. შეთანხმება იანდექსის მიერ შეიძლება შეიცვალოს ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე, შეთანხმების ახალი რედაქცია ძალაში შედის ინტერნეტ ქსელში მის განთავსების მომენტიდან წინამდებარე აბზაცში მითითებულ მისამართზე, თუ კი რაიმე სხვა არ არის გათვალისწინებული შეთანხმების ახალი რედაქციით. პერსონალური შეთანხმების მოქმედი რედაქცია ყოველთვის მდებარეობს https://yandex.ru/legal/rules_ka/ მისამართის მქონე გვერდზე.

1.4. იწყებს რა რომელიმე სერვისის, მისი ცალკეული ფუნქციის მოხმარებას, ან გაივლის რეგისტრაციის პროცედურას, ითვლება, რომ მომხმარებელმა სრული მოცულობით მიიღო შეთანხმების პირობები, ყოველგვარი დამატებითი შენიშვნის და გამონაკლისების გარეშე. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება შეთანხმების რომელიმე პირობას, მაშინ მას უფლება არ აქვს გამოიყენოს იანდექსის სერვისები. იმ შემთხვევაში, თუ იანდექსის მიერ შეთანხმებაში შეტანილ იქნა რაიმე ცვლილება შეთანხმების 1.3. პუნქტის მიხედვით, რომელსაც მომხმარებელი არ ეთანხმება, იგი ვალდებულია შეწყვიტოს იანდექსის სერვისების გამოყენება.

2. მომხმარებლის რეგისტრაცია. მომხმარებლის სააღრიცხვო ჩანაწერი

2.1. იმისათვის, რომ გამოვიყენოთ იანდექსის ზოგიერთი სერვისი ან სერვისების რომელიმე ცალკეული ფუნქცია, მომხმარებელმა აუცილებლად უნდა გაიაროს რეგისტრაციის პროცედურა, რის შედეგადაც მომხმარებლისათვის შეიქმნება უნიკალური სააღრიცხვო ჩანაწერი.

2.2. რეგისტრაციისათვის მომხმარებელი ვალდებულებას იღებს, წარადგინოს სარწმუნო და სრული ინფორმაცია თავის თავზე, იმ საკითხებზე, რომლებიც რეგისტრაციის ფორმაშია მოთხოვნილი, და იქონიოს ეს ინფორმაცია აქტუალურ მდგომარეობაში. თუ მომხმარებელი წარადგენს არასწორ ინფორმაციას ან იანდექსს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ მომხმარებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არასრულია ან არასარწმუნოა, მას აქვს უფლება თავისი შეხედულებისამებრ დაბლოკოს ან გააუქმოს მომხმარებლის სააღრიცხვო ჩანაწერი და უარი უთხრას მას თავისი სერვისების (ან მათი ცალკეული ფუნქციების) გამოყენებაზე.

რეგისტრირებისას მომხმარებელს შეუძლია ჩატვირთოს გამოსახულება სააღრიცხვო ჩანაწერისათვის (ავატარი). სააღრიცხვო ჩანაწერის გამოსახულებას შეიძლება თან ახლდეს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული მასალები იანდექსის სერვისების გამოყენების ჩარჩოებში. სააღრიცხვო ჩანაწერის გამოსახულება უნდა შეესაბამებოდეს ამ შეთანხმების მე-4 კარის მოთხოვნებს.

მომხმარებლის გამოსახულების სააღრიცხვო ჩანაწერის გამოსახულებად გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელი შეიგნებს და ეთანხმება იმას, რომ იანდექს უფლებამოსილია განახორციელოს მომხმარებლის გამოსახულების გამოქვეყნება და შემდგომი გამოყენება იანდექსის სერვისებში, სარეკლამო პროდუქტებში, კორპორატიულ ბლოკებში და იანდექსის აქაუნთებში გარეშე რესურსებზე.

2.3. იანდექსი იტოვებს უფლებას, მომხმარებლისაგან ნებისმიერ მომენტში მოითხოვოს რეგისტრაციისას მითითებული მონაცემების დადასტურება და ამასთან დაკავშირებით გამოითხოვოს დამამტკიცებელი დოკუმენტები (კერძოდ, პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტები), რომელთა არწარდგენა იანდექსის თვალსაზრისით შეიძლება გაუთანაბრდეს არასარწმუნო ინფორმაციის მიწოდებას და გამოიწვიოს შედეგები, რომლებიც მოცემულია შეთანხმების 2.2. პუნქტში. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში მითითებული მონაცემები არ შეესაბამება რეგისტრაციისას მითითებულ მონაცემებს, ასევე იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაცისას მითითებული მონაცემები საშუალებას არ იძლევა მომხმარებლის იდენტიფიცირებისა, იანდექსი უფლებამოსილია უარი უთხრას მომხმარებელს აღიცხვით ჩანაწერზე წვდომაზე და იანდექსის სერვისების გამოყენებაზე.

2.4. აღიცხვით ჩანაწერში არსებული მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია, იანდექსის მიერ ინახება და მუშავდება კონფიდენციალობის პოლიტიკის პირობების შესაბამისად (https://yandex.ru/legal/confidential_ka/).

2.5. მომხმარებლის სააღრიცხვო ჩანაწერთან წვდომის საშუალებები.

2.5.1. რეგისტრაციისას მომხმარებელი დამოუკიდებლად ირჩევს ლოგინს (მომხმარებლის სააღრიცხვო ჩანაწერის უნიკალურ სიმბოლურ სახელს) და პაროლს სააღრიცხვო ჩანაწერთან წვდომისათვის. იანდექსი უფლებამოსილია აკრძალოს გარკვეული ლოგინების გამოყენება, ასევე დააწესოს მოთხოვნები ლოგინისა და პაროლისათვის (სიგრძე, დასაშვები სიმბოლოები და ა.შ.).

2.5.2. სააღრიცხვო ჩანაწერის რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელს აქვს საშუალება, სააღრიცხვო ჩანაწერთან წვდომისათვის დაიწყოს აუტენტიფიკაციის ალტერნატიული საშუალების გამოყენება, მისით არსებული პაროლის ჩანაცვლების გზით. ასეთ საშუალებასთან წვდომა შესაძლებელი ხდება მომხმარებლის სააღრიცხვო ჩანაწერის მართვის ინტერფეისში ორფაქტორიანი აუტენტიფიკაციის აწყობის საშუალებით.

2.6. მომხმარებელს ეკისრება დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა სააღრიცხვი ჩანაწერზე წვდომის მის მიერ არჩეული საშუალებების უსაფრთხოებაზე (ამოცნობისადმი მდგრადობაზე), ასევე იგი დამოუკიდებლად უზრუნველყოფს მათ კონფიდენციალურობას. მომხმარებელს ეკისრება დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა ყველა ქმედებაზე (ასევე მათ შედეგებზე) მომხმარებლის სააღრიცხვო ჩანაწერის ქვეშ იანდექსის სერვისების ფარგლებში ან მათი გამოყენებით, მომხმარებლის მიერ მესამე პირებისათვის ნებისმიერი პირობებით (მათ შორის ხელშეკრულებით ან შეთანხმებით) მომხმარებლის სააღრიცხვო ჩანაწერთან წვდომისათვის საჭირო მონაცემების ნებყოფლობითი გადაცემის შემთხვევის ჩათვლით. ამასთან ყველა ქმედება მომხმარებლის სააღრიცხვო ჩანაწერის ქვეშ იანდექსის სერვისების ფარგლებში ან გამოყენებით ითვლება თვით მომხმარებლის მიერ წარმოებულად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომხმარებელმა პუნქტ 2.7-ში გათვალისწინებული წესით შეატყობინა იანდექსს მის სერვისებთან არასანქცირებული წვდომის შესახებ მომხმარებლის სააღრიცხვო ჩანაწერის გამოყენებით და/ან სააღრიცხვო ჩანაწერებთან წვდომის (პაროლი ან ორფაქტურიანი აუტენტიფიკაციის საშუალებების) მისი საშუალებების კონფიდენციალობის ნებისმიერ დარღვევაზე (დარღვევაზე ეჭვის არსებობისას).

2.7. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს იანდექსს მომხმარებლის სააღრიცხვო ჩანაწერის გამოყენებით იანდექსის სერვისებთან არასანქცირებული (მომხმარებლის ნებართვის გარეშე) წვდომის ნებისმიერ შემთხვევაზე და/ან სააღრიცხვო ჩანაწერებთან წვდომის თავისი საშუალებების კონფიდენციალობის ნებისმიერ დარღვევაზე (დარღვევაზე ეჭვის არსებობისას). უსაფრთხოების მიზნით მომხმარებელი ვალდებულია დამოუკიდებლად განახორციელოს სამუშაოს უსაფრთხო დამთავრება თავისი სააღრიცხვო ჩანაწერის ქვეშ (ღილაკი „გამოსვლა“) იანდექსის სერვისებთან მუშაობის ყოველი სესიის დამთავრებისას. იანდექსი პასუხს არ აგებს მონაცემების შესაძლო დაკარგვაზე ან გაფუჭებაზე, ასევე სხვა ნებისმიერი სახის შედეგებზე, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იქნეს შეთანხმების ამ ნაწილის წესების დარღვევით.

2.8. მომხმარებლის მიერ თავისი სააღრიცხვო ჩანაწერის გამოყენება.

2.8.1. მომხმარებელს უფლება არა აქვს, აღადგინოს, გაიმეოროს და დააკოპიროს, გაყიდოს ან გადაყიდოს, ასევე გამოიყენოს რაიმე კომერციული მიზნით იანდექსის სერვისების რაიმე ნაწილი (მათ შორის კონტენტი, რომელიც მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომია სერვისების საშუალებით), ან წვდომა მათზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომხმარებელს მიღებული აქვს ამის უფლება იქნდექსისაგან, ან/და როდესაც ეს პირდაპირ გათვალისწინებულია რომელიმე სერვისის სამომხმარებლო შეთანხმებით.

2.8.2. მომხმარებელთა სააღრიცხვო ჩანაწერების ზოგიერთი კატეგორია შეიძლება ზღუდავდეს ან კრძალავდეს იანდექსის ზოგიერთი სერვისის ან მათი ცალკეული ფუნქციების გამოყენებას თუ ეს გათვალისწინებულია რეგისტრაციისას, ან და ამათუიმ სერვისის გამოყენების პირობებით.

2.9. რეგისტრაციის შეწყვეტა. იანდექსი უფლებამოსილია დაბლოკოს ან წაშალოს მომხმარებლის სააღრიცხვო ჩანაწერი, ასევე აკრძალოს წვდომა რომელიმე სააღრიცხვო ჩანაწერის გამოყენებით იანდექსის გარკვეულ სერვისებთან და წაშალოს ნებისმიერი კონტენტი მიზეზის ახსნის გარეშე, მათ შორის მომხმარებლის მიერ შეთანხმების ან სხვა შეთანხმების 1.3. პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ასევე შესაბამის სერვისის არგამოყენების შემთხვევაში, კერძოდ:

2.9.1.საფოსტო ყუთი იანდექს.ფოსტა-ს სერვისზე წაიშლება, თუ მომხმარებელი არ სარგებლობს მისით 24 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

2.10. მომხმარებლის სააღრიცხვო ჩანაწერის წაშლა.

2.10.1. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ მომენტში გააუქმოს თავისი სააღრიცხვო ჩანაწერი იანდექსის ყველა სერვისზე ან შესაბამისი ფუნქციის არსებობისას შეწყვიტოს მისი მოქმედება რომელიმე მათგანზე.

2.10.2. იანდექსის მიერ სააღრიცხვო ჩანაწერის გაუქმება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:

2.10.2.1. სააღრიცხვო ჩანაწერი იბლოკება ერთი თვით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებლის წვდომა თავის სააღრიცხვო ჩანაწერთან შეუძლებელი ხდება, ამასთან ასეთი სააღრიცხვო ჩანაწერის დახმარებით განლაგებული კონტენტი შეიძლება გაუქმებულ იყოს;

2.10.2.2. თუ ზემოთ ნახსენებ ვადაში მომხმარებლის სააღრიცხვო ჩანაწერი იქნება აღდგენილი, მაშინ მომხმარებლისათვის სააღრიცხვო ჩანაწერთან წვდომა აღდგება, თუმცა კონტენტი, რომელიც მისი საშუალებით არის განლაგებული, შეიძლება აღდგენას აღარ დაექვემდებაროს;

2.10.2.3. თუ ზემოთ ნახსენებ ვადაში მომხმარებლის სააღრიცხვო ჩანაწერი არ იქნება აღდგენილი, მთელი კონტენტი, რომელიც მისი საშუალებით არის განლაგებული, იქნება გაუქმებული, ხოლო ლოგინი ხელმისაწვდომი იქნება სხვა მომხმარებლისათვის. ამ მომენტიდან სააღრიცხვო ჩანაწერის ან მასთან დაკავშირებული რომელიმე ინფორმაციის აღდგენა, ასევე ამ სააღრიცხვო ჩანაწერის გამოყენებით იანდექსის სერვისებთან წვდომა შეუძლებელი იქნება.

2.10.3. შეთანხმების 2.10.2.1., 2.10.2.2., 2.10.2.3. პუნქტებში მოყვანილი წესი (გარდა ლოგინის წვდომადობისა სხვა მომხმარებლებისათვის გამოსაყენებლად) გამოყენებადია ასევე წვდომადობის აკრძალვაზე რომელიმე სააღრიცხვო ჩანაწერით გარკვეულ სრევისებთან.

3. გამოყენებისა და შენახვის ზოგადი დებულებები

3.1. იანდექსი უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვები სერვისების გამოყენებაზე როგორც ყველა მომხმარებლისათვის, ასევე მომხმარებელთა ცალკეული კატეგორიებისათვის (ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იმყოფება მომხმარებელი, ენაზე, რომელზეც ხდება სერვისის წარდგენა და ა.შ.), მათ შორის: სერვისის ცალკეული ფუნქციების არსებობა/არარსებობაზე, იანდექსის სერვისში საფოსტო შეტყობინებების შენახვის ვადებზე. ნებისმიერი სხვა კონტენტის ფოსტაზე, შეტყობინებების მაქსიმალურ რაოდენობაზე, რომელიც შეიძლება გაგზავნილ ან მიღებულ იქნას ერთი დარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ, საფოსტო შეტყობინების ან დისკის სივრცის მაქსიმალური ზომაზე, მითითებულ პერიოდში სერვერისათვის მიმართვის მაქსიმალური რაოდენობაზე, კონტენტის შენახვის მაქსიმალური დროზე, ჩასატვირთი კონტენტის სპეციალურ პარამეტრებზე და ა.შ.. იანდექსმა შეიძლება აკრძალოს თავის სერვისებთან ავტომატური მიმართვა, ასევე შეწყვიტოს ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, რომელი ავტომატურადაა გენერირებული (მაგ. საფოსტო სპამი).

3.2. იანდექსი უფლებამოსილია გაუგზავნოს საინფორმაციო შეტყობინებები თავის მომხმარებლებს. იყენებს რა იანდექსის სერვისებს, მომხმარებელი ასევე ფედერალური კანონის „რეკლამის შესახებ“ მე-18 მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად იძლევა თანხმობას სარეკლამო ხასიათის შეტყობინებების მიღებაზე. მომხმარებელს აქვს უფლება უარი თქვას სარეკლამო ხასიათის შეტყობინებების მიღებაზე იმ სერვისის შესაბამის ფუნქციონალის გამოყენების გზით, რომლის ფარგლებშიც ან რომელთან დაკავშირებითაც მომხმარებლის მიერ მიღებული იყო სარეკლამო ხასიათის შეტყობინებები.

3.3. სერვისის ხარისხის ამაღლების მიზნებისათვის იანდექს უფლება აქვს მოახდინოს სხვადასხვა საკითხებზე მომხმარებელთა აზრების და გამოხმაურების შეგროვება საინფორმაციო შეტყობინების გაგზავნის გზით მომხმარებლის მიერ სერვისის მორიგი მონახულებისას. შეგროვილი აზრები და გამოხმაურება შეიძლება გამოყენებული იქნას სტატისტიკური მონაცემების ფორმირებისათვის, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იანდექსის სერვისებში. მომხმარებლის მიერ დატოვებული გამოხმაურება მისი სააღრიცხვო ჩანაწერის გამოყენებით ასევე შეიძლება იქნას გამოქვეყნებული იანდექსის მიერ იანდექსის სერვისებში ან იანდექსთან აფილირებული პირების სერვისებში, როგორც მომხმარებლის სახელის (ლოგინის) მითითებით, ასევე მითითების გარეშე. გამოხმაურების დაწერისას მომხმარებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს წინამდებარე შეთანხმების მოთხოვნებით, მათ შორის წინამდებარე შეთანხმების მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნებით.

4. მომხმარებლის კონტენტი

4.1. მომხმარებელს დამოუკიდებლად ეკისრება პასუხისმგებლობა მის მიერვე განთავსებული კონტენტის შინაარსის შესაბამისობაზე მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ასევე ეკისრება პასუხისმგებლობა მესამე პირების მიმართ იმ შემთხვევებში, როდესაც მომხმარებლის მიერ განთავსებული კონტენტი ან მისი შინაარსი არღვევს მესამე პირების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, მათ შორის ავტორთა პირად არაქონებრივ უფლებებს, მესამე პირთა სხვა ინტელექტუალურ უფლებებს, და/ან ხელყოფს მათ კუთვნილ არამატერიალურ სიკეთეებს.

4.2. მომხმარებელი აღიარებს და ეთანხმება იმას, რომ იანდექსი ვალდებული არ არის შეამოწმოს ნებისმიერი სახის კონტენტი, რომელიც განთავსებულია და/ან გავრცელებულია მომხმარებლის მიერ იანდექსის სერვისების საშუალებით, ასევე ისიც, რომ იანდექსს აქვს უფლება (და არა ვალდებულება) საკუთარი შეხედულებისამებრ უარი უთხრას მომხმარებელს კონტენტის განთავსებაზე და/ან გავრცელებაზე ან წაშალოს ნებისმიერი კონტენტი, რომელიც ხელმისაწვდომია იანდექსის სერვისების საშუალებით. მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება იმას, რომ მან დამოუკიდებლად უნდა შეაფასოს ყველა რისკი, რომელიც კონტენტის გამოყენებასთანაა დაკავშირებული, ამ კონტენტის სანდოობის შეფასების, სისრულის და სასარგებლოობის ჩათვლით.

4.3. მომხმარებელი აღიარებს და ეთანხმება იმას, რომ სერვისების მუშაობის ტექნოლოგიამ შეიძლება მოითხოვოს იანდექსის მიერ მომხმარებლის კონტენტის კოპირება (აღდგენა), ასევე იანდექსის მიერ მისი გადამუშავება, რათა იგი შეესაბამებოდეს ამათუიმ სერვისის ტექნიკურ მოთხოვნებს.

5. იანდექსის სერვისების გამოყენების პირობები

5.1. მომხმარებელს ეკისრება დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა მესამე პირთა წინაშე თავის ქმედებებზე, რომლებიც დაკავშირებულია სერვისების გამოყენებასთან, მათ შორის, თუ ასეთი ქმედებები იწვევს მესამე პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევას, ასევე სერვისის გამოყენებისას კანონმდებლობის დაცვაზე.

5.2. იანდექსის სერვისების გამოყენებისას მომხმარებელს არ აქვს უფლება:

5.2.1. ატვირთოს, გააგზავნოს, გადასცეს ან სხვა ნებისმიერი მეთოდით განათავსოს და/ან გაავრცელოს ისეთი კონტენტი, რომელიც უკანონოა, ზიანის მომტანია, ცილისმწამებლურია, შეურაცხყოფს ზნეობას, ახდენს ძალადობისა და სისასტიკის დემონსტრირებას (ან წარმოადგენს პროპაგანდას), არღვევს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, პროპაგანდას უწევს ადამიანების მიმართ სიძულვილს და/ან დისკრიმინაციას რასობრივი, ეთნიკური, სქესობრივი, რელიგიური, სოციალური ნიშნების მიხედვით, შეიცავს შეურაცხყოფებს გარკვეული პირების და ორგანიზაციების მიმართ, შეიცავს (ან წარმოადგენს პროპაგანდას) პორნოგრაფიის, საბავშვო ეროტიკის ელემენტებს, წარმოადგენს სექსუალური ხასიათის მომსახურების (მათ შორის შეფარულად სხვა მომსახურებების სახით) რეკლამას (ან წარმოადგენს პროპაგანდას), განმარტავს ნარკოტიკული ნივთიერებების და/ან მათი ანალოგების, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და სხვა სახის იარაღის დამზადების, გამოყენებისა და სხვაგვარად გამოყენების წესებს;

5.2.2. დაარღვიოს მესამე პირების, მათ შორის არასრულწლოვნების უფლებები და/ან მიაყენოს მათ ზიანი ნებისმიერი ფორმით;

5.2.3. თავი გაასაღოს სხვა პიროვნებად ან ორგანიზაციის წარმომადგენლად ამაზე არასაკმარისი უფლების ქონის შემთხვევაში, მათ შორის იანდექსის თანამშრომლებად, ფორუმების მოდერატორებად, საიტების მფლობელებად, ასევე გამოიყენოს ქსელში სხვა პირების წარმომადგენლობის სხვა ფორმები და მეთოდები, ასევე შეცდომაში შეიყვანოს იანდექსი ან მომხმარებელი გარკვეული სუბიექტების ან ობიექტების თვისებების ან მახასიათებლების თაობაზე;

5.2.4. ატვირთოს, გააგზავნოს, გადასცეს ან ან სხვა ნებისმიერი მეთოდით განათავსოს და/ან გაავრცელოს კონტენტი, როდესაც მას კანონმდებლობით ან რომელიმე ხელშეკრულებით არ აქვს ასეთი ქმედების უფლება;

5.2.5. ატვირთოს, გააგზავნოს, გადასცეს ან ან სხვა ნებისმიერი მეთოდით განათავსოს და/ან გაავრცელოს სპეციალური წესით ნებადაურთველი სარეკლამო ინფორმაცია, სპამი (მათ შორის საძიებელი), სხვათა ელექტრონული მისამართების სიები, მრავალდონიანი (ქსელური) მარკეტინგის (MLM) „პირამიდების“ სქემები, ინტერნეტ-გამომუშავებისა და e-mail-ბიზნესების სისტემები, „ბედნიერების წერილები“, ასევე გამოიყენოს იანდექსის სერვისები ამ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის, ანდა გამოიყენოს იანდექსის სერვისები მხოლოდდამხოლოდ მომხმარებელთა გადასაგზავნად სხვა დომენების გვერდებზე;

5.2.6. ატვირთოს, გააგზავნოს, გადასცეს ან ან სხვა ნებისმიერი მეთოდით განათავსოს და/ან გაავრცელოს რაიმე მასალა, რომელიც შეიცავს ვირუსებს ან სხვა კომპიუტერულ კოდებს, ფაილებს ან პროგრამებს, რომლებიც განკუთვნილია ნებისმიერი კომპიუტერული ან სატელეკომუნიკაციო მოწყობილობისა და პროგრამების ფუნქციონირების დარღვევის, განადგურების ან შეზღუდვისათვის, არასანქცირებული წვდომისათვის, ასევე კომერციული პროგრამული პროდუქტების სერიული ნომრები და მათი გენერაციისათვის საჭირო პროგრამები, ინტერნეტის ფასიან რესურსებთან არასანქცირებული წვდომის მისაღებად საჭირო ლოგინები, პაროლები და სხვა საშუალებები, ასევე ზემოთაღნიშნულ ინფორმაციაზე დამოწმება განთავსოს;

5.2.7. არასანქცირებულად შეაგროვოს და შეინახოს სხვა პირთა პერსონალური მონაცემები;

5.2.8. დაარღვიოს იანდექსის ვებ-საიტებისა და სერვისების ნორმალური მუშაობა;

5.2.9. ხელი შეუწყოს ქმედებებს, რომლებიც მიმართულნი არიან შეთანხმებით არსებული შეზღუდვებისა და აკრძალვების დარღვევისაკენ;

5.2.10. სხვა სახით დაარღვიოს კანონმდებლობის, მათ შორის საერთაშორისო სამართლის ნორმები.

6. სერვისებისა და კონტენტების ფლობის განსაკუთრებული უფლებები

6.1. ყველა ობიექტი, რომელიც მისაწვდომია იანდექსის სერვისების საშუალებით, მათ შორის დიზაინის ელემენტები, ტექსტი, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრაციები, ვიდეოები, ელგამომთვლელი მანქანების პროგრამები, მონაცემთა ბაზები, მუსიკა, ხმები და სხვა ობიექტები (შემდგომში სერვისების შიგთავსი), ასევე ნებისმიერი კონტენტი, რომელიც არსებობს იანდექსის სერვისებზე, წარმოადგენს იანდექსის, მომხმარებლების და სხვა უფლებათმფლობელების განსაკუთრებული უფლებების ობიექტებს.

6.2. კონტენტის გამოყენება, ასევე სერვისების რომელიმე სხვა ელემენტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ამათუიმ სერვისის შემოთავაზებული ფუნქციონალის ფარგლებში. იანდექსის სერვისებში შემავალი არცერთი ელემენტი, ასევე იანდექსის სერვისებზე განლაგებული ნებისმიერი კონტენტი, არ შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა სახით, გარდა უფლებათმფლობელის მიერ წინასწარ ნებადართულისა. გამოყენებაში იგულისხმება, მათ შორის: განმეორება, კოპირება, გადამუშავება, გავრცელება ნებისმიერ ფრეიმზე ასახულ ნებისმიერ საფუძველზე და ა.შ. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, რომლებიც პირდაპირ განსაზღვრულია რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით ან იანდექსის რომელიმე სერვისით.

მომხმარებლის მიერ სერვისებში შემავალი ელემენტების გამოყენება, ასევე ნებისმიერი კონტენტისა პირადი არაკომერციული მიზნებით, დაიშვება იმ პირობით, რომ შენახული იქნება საავტორო უფლებების ყველა ნიშანი, მომიჯნავე უფლებები, სასაქონლო ნიშნები, ავტორობაზე სხვა შეტყობინებები, შენახული იქნება ავტორის/დასახელების უფლებათმფლობელის სახელი (ფსევდონიმი) უცვლელად, შესაბამისი ობიექტი შენახული იქნება უცვლელი სახით. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, რომლებიც პიდაპირ განსაზღვრულია რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით ან იანდექსის რომელიმე სერვისით.

7. მესამე პირთა საიტები და კონტენტი

7.1. იანდექსის სერვისები შეიძლება შეიცავდეს ბმულებს ინტერნეტ ქსელის სხვა საიტებზე (მესამე პირთა საიტები). აღნიშნული მესამე პირები და მათი კონტენტი არ მოწმდება იანდექსისაგან იმაზე, თუ რამდენად შეესაბამებიან ისინი ამათუიმ მოთხოვნას (სარწმუნოობას, სისრულეს, კანონიერებას და სხვა). იანდექსი პასუხს არ აგებს მესამე პირთა საიტებზე განთავსებულ არცერთ ინფორმაციაზე, მასალაზე, რომლებზეც წვდომასაც მომხმარებელი იღებს სერვისების გამოყენებით, მათ შორის, არცერთ აზრსა და მტკიცებაზე, რომლებიც გამოხატულია მესამე პირთა საიტებზე, რეკლამებზე და ა.შ., ასევე ასეთი საიტების ან კონტენტის წვდომაზე და მომხმარებლის მიერ მათი გამოყენების შედეგებზე.

7.2. ნებისმიერი საიტის ბმული (ნებისმიერი ფორმით), პროდუქტი, მომსახურება, ნებისმიერი კომერციული ან არაკომერციული ინფორმაცია განლაგებული საიტზე, არ წარმოადგენს იანდექსის მხრიდან ამ პროდუქტების მოწონებას ან რეკომენდაციას (მოსახურებეის, ქმედებების), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათზე პიდაპირი მითითებაა იანდექსის რესურსებში.

8. რეკლამა იანდექსის სერვისებზე

8.1. იანდექსი პასუხისმგებელია იმ რეკლამაზე, რომელიც განთავსებულია იანდექსის სერვისებზე, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.

9. გარანტიების არარსებობა, პასუხისმგებლობის შეზღუდვა

9.1. მომხმარებელი იყენებს იანდექსის სერვისებს საკუთარი რისკის ფასად. სერვისები წარდგენილია „როგორც არის“. იანდექსი არ იღებს თავის თავზე არავითარ ვალდებულებას, მათ შორის სერვისების შესაბამისობაზე მომხმარებლის მიზნებთან;

9.2. იანდექსი არ იძლევა იმის გარანტიას, რომ: სერვისები შეესაბამება/მომავალში შეესაბამება მომხმარებლის მოთხოვნებს; სერვისები მიწოდებული იქნება უწყვეტად, სწრაფად, საიმედოდ და შეცდომების გარეშე; შედეგები, რომლებიც შეიძლება მივიღოთ სერვისების გამოყენებით, იქნება ზუსტი და საიმედო და შეიძლება გამოყენებულ იქნას რაიმე მიზნით რაიმე რაოდენობით (მაგ. რაიმე ფაქტების დასადგენად და/ან დასამოწმებლად); რაიმე პროდუქტის, მომსახურების, ინფორმაციის და ა.შ., რომლებიც მიღებულ იქნებიან სერვისების გამოყენებით, შესაბამისობაში იქნებიან მომხმარებლის მოლოდინებთან;

9.3. ნებისმიერ ინფორმაცია და/ან მასალა (მათ შორის ჩასატვირთი პროგრამული უზრუნველყოფა, წერილები, რაიმე სახის ინსტრუქციები და მოქმედების სახელმძღვანელოები და ა.შ.), რომელთანაც წვდომას მომხმარებელი იღებს იანდექსის სერვისების საშუალებით, მომხმარებელმა შეიძლება გამოიყენოს საკუთარი რისკის ფასად და დამოუკიდებლად აგოს პასუხი მითითებული ინფორმაციისა და/ან მასალების გამოყენების შედეგებზე, მათ შორის იმ ზიანზე, რომელიც ამან შეიძლება მიაყენოს მომხმარებლის კომპიუტერს ან მესამე პირებს, მონაცემების დაკარგვაზე ან რაიმე სხვა სახის ზიანზე;

9.4. იანდექსი პასუხს არ აგებს არცერთი სახის ზარალზე, რომელიც მიადგა მომხმარებელს მის მიერ იანდექსის სერვისების ან სერვისების ცალკეული ნაწილების/ფუნქციების გამოყენებით;

9.5. ნებისმიერ სიტუაციაში იანდექსის პასუხისმგებლობა რუსეთის სამოქალაქო კოდექსის მე-15 მუხლის მიხედვით შემოიფარგლება 10 000 (ათი ათასი) რუბლით და ეკისრება მას მის ქმედებებში ბრალეულობის არსებობისას.

10. სხვა დებულებები

10.1. წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს ხელშეკრულებას მომხმარებელსა და იანდექსს შორის სერვისების მოხმარების წესების შესახებ და ცვლის ყველა სხვა შეთანხმებას მომხმარებელსა და იანდექსს შორის.

10.2. წინამდებარე შეთანხმება რეგულირდება და განიმარტება რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად. საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე შეთანხმებით, გადაიჭრება რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად. ყველა შესაძლო დავა, გამომდინარე ურთიერთობებიდან, რეგულირდება წინამდებარე შეთანხმებით, გადაიჭრება რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რუსული სამართლის ნორმების მიხედვით. წინამდებარე შეთანხმების ტექსტში ყველგან, თუ აშკარად არ არის მითითებული სხვა რამ, ტერმინ „კანონმდებლობის“ ქვეშ იგულისხმება როგორც რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა, ისე მომხმარებლის ადგილმდებარეობის კანონმდებლობა.

10.3. იმ მომსახურების უსასყიდლობის გამო, რომელიც გაიწევა წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, მომხმარებლის უფლებათა დაცვის ნორმები, რომლებიც გათვალისწინებულია რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მომხმარებელსა და იანდექსს შორის ურთიერთობებში.

10.4. შეთანხმებაში ვერაფერი ვერ იქნება გაგებული როგორც მომხმარებელსა და იანდექსს შორის აგენტური ურთიერთობის დამყარება, ამხანაგური ურთიერთობა, ერთობლივი საქმიანობის ურთიერთობა, პირადი დაქირავების ურთიერთობა, ან/და სხვა ურთიერთობა, რომელიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შეთანხმებით.

10.5. თუ ამათუიმ მიზეზთა გამო წინამდებარე შეთანხმების ერთი ან რამდენიმე დებულება მიჩნეულ იქნება არაქმედითად ან იურიდიული ძალის არმქონედ, ეს არ მოახდენს გავლენას დანარჩენი დებულებების ნამდვილობასა და გამოყენებადობაზე.

10.6. მომხმარებლის ან სხვა მომხმარებლების მიერ შეთანხმების დებულებების დარღვევის შემთხვევაში იანდექსის მხრიდან უმოქმედობა არ ართმევს მას უფლებას განახორციელოს შესაბამის ქმედებები საკუთარი ინტერესების დასაცავად მოგვიანებით, ასევე ეს არ ნიშნავს იანდექსის მხრიდან უარის თქმას თავის უფლებებზე, თუ ასეთი ან მსგავსი დარღვევები განხორციელდება შემდგომში.

10.7. წინამდებარე შეთანხმება შედგენილია რუსულ ენაზე და ზოგიერთ შემთხვევაში მომხმარებელს შეიძლება წარედგინოს გასაცნობად სხვა ენაზეც. იმ შემთხვევაში, როდესაც რუსლენოვანი ვერსია განსხვავდება სხვა ენაზე შედგენილი ვერსიისაგან, გამოიყენება წინამდებარე შეთანხმების რუსულენოვანი ვერსიის დებულებები.

 

პუბლიკაციის თარიღი: 04.06.2018

დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandex.ru/legal/rules_ka/04052017/

დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandex.ru/legal/rules_ka/17082016/