კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ეს დოკუმენტი არის კონფიდენციალურობის პოლიტიკის თარგმანი ქართულ ენაზე. კონფიდენციალურობის პოლიტიკის რუსულენოვან ვერსიასა და ამ თარგმანის შორის არსებული წინააღმდეგობების შემთხვევაში - მხოლოდ კონფიდენციალურობის პოლიტიკის რუსული ენის ვერსია არის იურიდიულად აუცილებელი. კონფიდენციალურობის პოლიტიკის ვერსია რუსულ ენაზე შეიძლება იხილოთ აქ: https://yandex.ru/legal/confidential/?lang=ru.

გამოქვევნების თარიღი: 19.10.2020

ვერსია ხელმისაწვდომია მისამართზე: https://yandex.ru/legal/confidential_ka

1. რას არეგულირებს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომ — პოლიტიკა) ვრცელდება იმ ინფორმაციაზე, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების ჩათვლით, (შემდგომ — «პერსონალური ინფორმაცია»), რომელიც Yandex LLC-მ და/ან მასთან აფილირებულმა პერებმა, მათ შორის Yandex LLC-ს ჯგუფში შემავალმა პირებმა (შემდგომში «Yandex»), შეიძლება მიიღონ თქვენგან თქვენს მიერ Yandex-ის ნებისმიერი საიტის, პროგრამის, პროდუქტისა და/ან სერვისის (შემდგომ ერთობლივად — «სერვისები») სარგებლობის პროცესში, რომლის შესახებ ინფორმაციაც თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ საიტებზე yandex.ru, yandex.com, yandex.ua, yandex.by, yandex.kz, yandex.com.tr, yandex.co.il და Yandex-ის კუთვნილ სხვა საიტებზე (შემდგომ ერთობლივად — «საიტები»). და აგრეთვე Yandex-ის / მასთან აფილირებული პირების მიერ, თქვენს მიერ Yandex-ის სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით, თქვენთან დადებული ნებისმიერი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების შესრულების დროს. Yandex-ს შეუძლია პერსონალური ინფორმაციის მიღება თავისი პარტნიორებისგან (შემდგომში — «პარტნიორები»), რომელთა საიტებით, პროგრამებით, პროდუქტებით ან სერვისებითაც თქვენ სარგებლობთ (მაგალითად, Yandex-ის სარეკლამო სააგენტოებისგან ან ტაქსის სამსახურისაგან). ასეთ შემთხვევაში პერსონალური ინფორმაციის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და ხორციელდება Yandex-ის მიერ ცალკეულ პარტნიორთან დადებული სპეციალური ხელშეკრულებების საფუძველზე.

გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ ნებისმიერი საიტითა და/ან სერვისით სარგებლობის რეგულირება შეიძლება ხორციერდებოდეს დამატებითი პირობებით, რომელმაც შეიძლება ცვლილებები და/ან დამატებები შეიტანოს წინამდებარე პოლიტიკაში, და/ან იქონიოს, პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებული, სპეციალური პირობები, განთავსებული საიტების /ან სერვისების სადუთებისათვის განკუთვნილ სპეციალურ შესაბამის განყოფილებაში.

2. ვინ ამუშავებს ინფორმაციას

თქვენს მიერ საიტებითა და სერვისებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად Yandex-ი აგროვებს და იყენებს პერსონალურ ინფორმაციას, მათ შორის Yandex LLC, იურიდიული პირი, დაარსებული რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით და დარეგისტრირებული მისამართით: 119021, რუსეთი, მოსკოვი, ლევ ტოლსტოის ქ., ს. 16 (Yandex LLC), ან მასთან აფილირებული პირი, რომელიც გათავაზობთ შესაბამის სერვის სხვა იურისდიქციებში. ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი პირი ანხორციელებს ამა თუ იმ სერვისის მოწოდებას, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ შესაბამისი სერვისით სარგებლობის პირობებში.

ევროპული ეკონომიკური ზონის (ეეზ) ან შვეიცარიის ტერიტორიაზე მყოფი მომხმარებლებისათვის, Yandex-ი ეეზ და შვეიცარიის ტერიტორიაზე წარმოდგენილია Yandex Oy მიერ, იურიდიული პირით, რომელიც დაარსებულია ფინეთის კანონმდებლობით და დარეგისტრირებულია მისამართით: მოორენიკატუ 6, 04600 მიანტსიალია, ფინეთი.

ისრაელის ტერიტორიაზე მყოფი მომხმარებლებისათვის, Yandex-ი ტერიტორიაზე წარმოდგენილია კომპანია Yandex.Go Israel Ltd, იურიდიული პირით, რომელიც დაარსებულია ისრაელის კანონმდებლობით და დარეგისტრირებულია მისამართით: 148 მენაჰემ ბეგის ქუჩა, თელ ავივი, ისრაელი 6492104 (148 Menachem Begin St., Tel Aviv, Israel 6492104).

3. რას ისახავს მიზნად წინამდებარე პოლიტიკა

Yandex-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პერსონალური მონაცემებისა და თქვენი კონფიდენციალურობის დაცვა. ამიტომ თქვენს მიერ საიტებითა და სერვისებით სარგებლობისას Yandex-ი იცავს და ამუშავებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ჩვენ ვიღებთ რა ჩვენს თავზე პასუხისმგებლობას დავიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, წინამდებარე პოლიტიკაში გვინდა გამჭვირვალედ გაგაცნოთ შემდეგი მომენტები:

(ა) რისთვის და როგორ აგროვებს და იყენებს («ამუშავებს») Yandex-ი თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, როდესაც თქვენ სარგებლობთ საიტებითა და/ან სერვისებით;

(ბ) როგორია Yandex-ის, როგორც იურიდიული პირის, როლი და ვალდებულებები, გადაწყვეტილების მიღებისას მასზედ, თუ რისთვის და როგორ დაამუშავოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია;

(გ) რა საშუალებების გამოყენება შეგიძლიათ Yandex-ის მიერ თქვენს შესახებ შესაგროვებელი ინფორმაციის მოცულობის შესამცირებლად;

(დ) რა უფლებები გაგაჩნიათ პერსონალური ინფორმაციის დამუშავების ფარგლებში.

4. თქვენს შესახებ რა პერსონალურ ინფორმაციას აგროვებს Yandex-ი

პერსონალური ინფორმაცია, შეგროვებული საიტების მუშაობის და/ან სერვისის მიწოდებისპროცესში, შეიძლება განსხვავდებოდეს იმის შესაბამისად, იყენებთ თუ არა თქვენს ექაუნთს საიტებთან და/ან სერვისებებთან წვდომის განსახორციელებლად. იმ შემთხვევებში, როდესაც თქვენ შედიხართ თქვენს ექაუნთში, პერსონალური ინფორმაცია, რომელიც Yandex-მა შეაგროვა თქვენს შესახებ თქვენს მიერ საითითა და სერვისებით სარგებლობისას, შეიძლება შედარდეს და მიებას სხვა პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც შეგროვებულია Yandex-ის მიერ თქვენს მიერ თქვენი ექაუნთით სარგებლობის ფარგლებში (მაგალითად, მონაცემები თქვენი პიროვნების შესახებ, კონტაქტები, ასაკი და სქესი, თუ თქვენ ის მიუთითეთ Yandex-ს). Yandex-ი არ ამოწმებს თქვენს მიერ მიცემულ ინფორმაციას გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც გათვალისწინებულია მიმხმარებლის ხელშეკრულებით ან ცალკეული სერვისებით სარგებლობის პირობებით, და არ შეუძლია იმსჯელოს მათ უტყუარობაზე, და ასევე იმაზე უფლებაუნარიანი ხართ თუ არა თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მიწოდებაზე. ამის მიუხედავად Yandex-ი გამოდის იქიდან, რომ თქვენ აწოდებთ უტყუარ და საკმარის პერსონალურ ინფორმაციას, და, აგრეთვე, დროულად აახლებთ მას.

Yandex-მა, თქვენს მიერ საიტებითა და სერვისებით სარგებლობის დროს, შეიძლება შეაგროვოს პერსონალური ინფორმაციის შემდეგი კატეგორიები:

(i) პერსონალური ინფორმაცია,რომელიც თქვენ მიაწოდეთ რეგისტრაციის დროს (ექაუნთის შექმნის დროს), ისეთი, როგორიცაა თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი, მისამართი და ასაკი;

(ii) ელექტრონული მონაცემები (HTTP-სათაურები, IP-მისამართი, cookie ფაილები, веб-მიშნები/პიქსელური თეგები, მონაცემები ბრაიზერის იდენტიფიკატორის შესახებ, იმფორმაცია აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ, wi-fi ქსელის მონაცემები);

(iii) საიტებთან და/ან სერვისებთან წვდომის განხორციელების თარიღი და დრო;

(iv) საიტების და/ან სერვერების გამოყენებისას თქვენი აქტივობის შესახებ ინფორმაცია (მაგალითად, საძიებო ისტორია, შესყიდვების შესახებ ინფორმაცია, ინფორმაცია მოძიებულ ორგანიზაციებზე, ლაიქები და მოწონებები, თქვენთან მიმოწერის მქონე პირთა ელ.ფოსტის მისამართები, სატელეფონო ცნობარის მონაცემები, სხვა მომხმარებლებთან ურთიერთობის შესახებ მონაცემები, ასევე ფაილები და კონტენტი, რომლებიც იანდექსის სისტემებში ინახება);

(v) ინფორმაცია გეოლოკაციის შესახებ;

(vi) სხვა ინფორმაცია თქვენს შესახებ, რომლის დამუშავების აუცილებელლობა განპირობებულია კონკრეტული საიტებითა ან სერვისებით სარგებლობის მარეგულირებელი პირობებით;

(vii) ინფორმაცია თქვენს შესახებ, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისაგან თქვენსა და შესაბამის პარტნიორს შორის დადებული შეთანხმენის საფუძველზე, და Yandex-სა დასარტნიორს შორის დადებული შეთანხმენის საფუძველზე.

Yandex-ი აგრეთვე იყენებს cookie ფაილებსა და ვებ-ნიშნულებს (პიქსელური თეგების ჩათვლით) პერსონალური ინფორმაციის შესაგროვებლად და ასეთი პირადი ინფორმაციის თქვენს მოწყობილობასთან და ვებ-ბრაუზერთან მისაბმელად (იხ. წიმანდებარე პოლიტიკის ნაწილი 11).

Yandex-ი მიზანსწრაფულად არ აგროვებს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს (რომელიც დაკავშირებულია რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და ბიომეტრიკულ მონაცემებს), გარდა ცალკეული სერვისების სამომხმარებლო შეთანხმებით გათვალისწიმებული გამონაკლისი შემთხვევებისა. მიუხედავად ამისა, თქვენ თავად შეგიძლიათ მიაწოდოთ Yandex-ს ეს ინფორმაცია, დაასეთ შემთხვევაში Yandex-ი მას დაამუშავებს თქვენთვის მოროდებული სერვისის ფარგლებში (მაგალითად, თუ თქვენ ქმნით საძიებო შეკითხვას, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ჯანმრთელობასთან). ამ დროს, თქვენ უნდა გაითცალისწინოთ, რომ Yandex-ს არ შეუძლია თქვენ გთხოვოთ თანხმობა ამდაგვარ დამუშავებაზე, რადგან წინასწარ არაა გათვითცნობიერებული იმ პერსონალური ინფორმაციის პოტენციურად განსაკუთრებული ხასიათის შესახებ, რომელიც თქვენ შეიძლება მიაწოდოთ Yandex-ს.

Yandex-ი არ აგროვებს მონაცემებს მომხმარებლის «პორტრეტის» შედგენის მიზნითიმ დონით, რომელმაც შეიძლება არსებითი ზეგავლენა იქონიოს თქვენს უფლებებსა და თავისუფლებაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. როგორია თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების კანონიერი საფუძველი და მიზნები

Yandex-ი უფლებამოსილი არაა დაამუშავოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია სარმარისი კანონიერი საფუძვლის არსებობის გარეშე. ამიტომ Yandex-ი ამუშავებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც:

(i) დამუშავება აუცილებელია Yandex-ის მიერ თქვენს წინაშე სახელშეკრულებო ურთიერთობების შესასრულებლად, საიტებისა და სერვისების მუშაობის უზრუნველყოფის ჩათვლით (მაგალითად, თქვენი ძებნის შედეგების თქვენთვის მოწოდება);

(ii) დამუშავება აუცილებელია კანონით დაწესებული ვალდებულებების შესასრულებლად;

(iii) როდესაც ეს გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით, დამუშავება აუცილებელია Yandex-ის კანონიერი უფლებების დასაცავად, თუ ასეთი დამუშავება არსებით ზეგავლენას არ ახდენს თქვებს ინტერესებზე, თქვენს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებაზე. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაციის, აღნიშნული საფუძვლით, დამუშავების დროს Yandex-ი ყოველთვის შეეცდება დაიცვას ბალანსი საკუთარ კანონიერ ინტერესებსა და თქვენი კონფილენციალურობის დაცვას შორის.

Yandex-ი ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს თავისი კანონიერი ინტერესების უზრუნველსაყოფად, მაგალითად, შემდეგ შემთხვევებში:

(a) რომ უკეთ გაიგოს, როგორ ურთიერთქმედებთ საიტებსა და/ან სერვისებთან;

(b) რომ სრულყოს, შეცვალოს, მოახდინოს პერსონალიზირება ან სხვაგვარად გააუმჯობესოს საიტი და სერვისები ყველა მომხმარებლისათვის;

(c) რომ შემოგთავაზოთ Yandex-ისა ან სხვა კომპანიების სხვა პროდუქტები და სერვისები, რომელმაც, ჩვენი აზრით, შეიძლება დაგაინტერესოთ (ანუ გაჩვენოთ რეკლამა, თქვენი ინტერესების გათვალიწინებით);

(iv) კონკრეტული მიზნებისთვის ან მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ ცალკე თანხმობა თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე. იმ იურისდიქციისათვის, სადაც თანხმობა მიჩნეულია ცალკე კანონიერ საფუძვლად, თქვენს მიერ Yandex-ის საიტებისა და/ან სერვისებით სარგებლობის დაწყება გამოხატავს ამდაგვარ დამუშავებაზე თქვენს თანხმობას. წინამდებარით ჩვენ გატყობინებთ, ხოლო თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენ არა გაქვთ არავითარი ვალდებულება მოგვაწოდოთ რაიმე პერსონალური ინფორმაცია თქვენს მიერ საიტებითა ან სერვისებით სარგებლობისას და ეფუძნება მხოლოდ თქვენს თავისუფალ ნებას. ამასთანავე, თქვენ აცნობიერებთ, რომ პერსონალური ინფორმაციის მოწოდების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ მოგცეთ საშუალება ისარგებლოთ სერვისებით, ხოლო თქვენს მიერ საიტებით სარგებლობის შესაძლებლობა შეიზღუდება.

Yandex-ი თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ყოველთვის ამუშავებს გარკვეული მიზნით და მხოლოდ იმ პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც კავშირი აქვს ამ მიზნების მიღწევასთან. კერძოდ კი, ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას შემდეგი მიზნებისათვის:

(i) საიტებთან და/ან სერვისებთან წვდომის მოცემა (მათ შორის თქვენს მიერ განხორციელებული ძიების შედეგების მოწოდება თქვენი პრიორიტეტების, ძიების ისტორიისა და თქვენს შესახებ სხვა Yandex-ისათვის ხელმისაწვდომი პერსონალური ინფორმაციის გათვალსწინებით);

(ii) თქვენს ექაუნთთან წვდომის მოცემა, Yandex-ის ელექტრონული საფოსტო ყუთისა და ფაილების საცავის ჩათვლით, თუ თქვენ დატეგისტრირებული ხართ შესაბამის სერვისებზე;

(iii) თქვენთან კავშირის განხორციელება თქვენთვის საიტებისა და სერვისების მუშაობასთან დაკავშირებით შეტყობინებების, შეკითხვებისა და ინფორმაციის მოწოდების მიზნით, თქვენთან დადებული შეთანხმების შესასრულებლად და თქვენი კითხვებისა და მოთხოვნების დასამუშავებლად;

(iv) რეკლამისა და შემოთავაზებების პერსონალიზირება თქვენი პრიორიტეტების, ძიების ისტორიისა და თქვენს შესახებ, Yandex-ისათვის ცნობილი, პერსონალური ინფორმაციის გათვალისწინებით;

(v) საიტებითა და სერვისებით სარგებლობის მოხერხებულობის ამაღლება, მათ შორის ძებნის განსაკუთრებით რელევანტური შედეგების საჩვენებლად და მეტად პერსონალიზირებული საიტებისა და სერვისების შემოსათავაზებლად, და აგრეთვე Yandex-ის სხვა პროდუქტების, აპლიკაციებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად;

(vi) Yandex-ის ახალი პროდუქტების, უტილიტებისა და შემოთავაზებების შექმნა;

(vii) თქვენი უფლებებისა და Yandex-ის უფლებების დაცვა;

(viii) შეგროვება, დამუშავება და სტატისტიკური მონაცემების, დიდი მონაცემებისა და სხვა კვლევების წარდგენა.

იანდექსის სერვისებში API Google-დან (შემდეგში - „მიღებული ინფორმაცია“) მიღებული ინფორმაციის გამოყენება ხდება Google API Disclosure საშუალებით, მასში მითითებული შეზღუდვების გათვალისწინებით, კონკრეტულად:

მიღებული მონაცემები გამოიყენება მხოლოდ თქვენთვის საფოსტო კლიენტის ფუნქციების შესასრულებლად. მიღებული მონაცემები ვერ იქნება გადაცემული მესამე პირისთვის სარეკლამო მასალებისთვის ან სხვა მიზნით, რომელიც დაკავშირებულია თქვენს მიმოწერასთან უკანონო წვდომით.

მიღებული მონაცემების დამუშავების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: (https://yandex.ru/legal/confidential_google_api).

6. როგორ იცავს Yandex-ი თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

უმეტეს შემთხვევაში პერსონალური ინფორმაციის დამუშავება ხდება ავტომატურად, მათთან Yandex-ის თანამშრომლების რაიმე წვდომის გარეშე. თუ ასეთი წვდომა აუცილებელია, ის შეიძლება მიეცეს Yandex-ის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ის ესაჭიროებათ თავიანთი ამოცანების შესასრულებლად. მონაცემების დასაცავად და კონფიდენციალურიბის უზრენველსაყოფად ყველა თანამშრომელი უნდა იცავდეს შინაგან წესებსა და პროცედურებს, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან. ისინი აგრეთვე უნდა მოქმედებდნენ უსაფრთხოების ყველა იმ ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების დაცვით, რომელიც მიმართულია თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაცავად.

Yandex-მა აგრეთვე საკმარისი ოდენობის ტექნიკური და ორგანიზაციული ზომა დანერგა პერსონალური მონაცემების არასანქციონირებული, შემთხვევითი ან არაკანონიერი განადგურებისაგან, დაკარგვისაგან, შეცვლისგან, არაკეთილსინდისიერი გამოყენებისაგან, გამოაშკარევებისაგან ან წვდომისაგან, და აგრეთვე არაკანონიერი მეთოდებით დამუშავებისაგან დაცვის მიზნით. უსაფრთხოების აღნიშნული ზომები განხორციელებული იყო ტექნიკის თანამედროვე დონის, მისი რეალიზების საფასურის, პერსონალური ინფორმაციის ხასიათისა და დამუშავების რისკების გათვალისწინებით.

7. კიდევ ვის აქვს წვდომა თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან და ვის შეიძლება გადაეცეს ის

7.1. Yandex-ის ჯგუფის ფარგლებში

Yandex-მა თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადასცეს თავის თანამშრომლებს (წიმანდებარე პოლიტიკის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ ფარგლებში). Yandex-მა შეიძლება გადასცეს თქვენი პერსონალური ინფორმაცია თავის აფილირებულ პირებს, მათ შორის სხვა კომპანიებს იმ პირებიდან, რომელსაც ეკუთვნის Yandex-ს («Yandex ჯგუფი»). ყურადღება მიაქციეთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში პერსონალური ინფორმაციის დაცვის დონე შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენს იურისდიქციაში დაწესებული ზომებისგან, და, Yandex-ის სერვისების გამოყენებისას, თქვენ ეთანხმებით ასეთ გადაცემას.

ყველა შემთხვევაში პერსონალური ინფორმაციის დამუშავება მოხდება მხოლოდ იმ მიზნებისთცის, რომელიც ნახსენებია წინამდებარე პოლიტიკის მე-5 ნაწილში, თუ სხვა არ არის განსაზღვრული იმ საიტებითა და/ან სერვესებით სარგებლობის პირობებით, რომელსაც გთავაზობთ Yandex ჯგუფის კომპანიები, მათ შორის:

შპს «Yandex.Classifieds» (რეგ. N: 5157746192742) მომსახურებით სარგებლობისას თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს შპს «Yandex.Classifieds» -ს «AUTO.RU» -ს სამომხმარებლო შეთანხმებაში მოცემული მიზნებისთვის და განსაზღვრული პირობებით დამუშავებისთვის (https://yandex.ru/legal/autoru_terms_of_service), «Yandex.Job» (https://yandex.ru/legal/job_termsofuse), «Yandex.Realty» (https://yandex.ru/legal/realty_termsofuse);

თქვენს მიერ კომპანია «Yandex.Taxi» LLC-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 5157746192731) სერვისებითა და მომსახურებით სარგებლობისა თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს «Yandex.Taxi» LLC-ს დასამუშავებლად იმ პირობებზე და იმ მიზნებისთვის, რომელიც განსაზღვრულია «Yandex.Taxi» სერვისით სარგებლობის პირობებში (https://yandex.ru/legal/taxi_termsofuse);

თქვენს მიერ კომპანია «Yandex.Market» LLC-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 1167746491395) სერვისებითა და მომსახურებით სარგებლობისას თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს «Yandex.Market» LLC-ს დასამუშავებლად იმ პირობებზე და იმ მიზნებისთვის, რომელიც განსაზღვრულია «Yandex.Market» სერვისით სარგებლობის პირობებში (https://yandex.ru/legal/market_termsofuse);

თქვენს მიერ კომპანია «Yandex Cloud Technologies» LLC-ს(სარეგისტრაციო ნომერი: 1167746432040) სერვისებითა და მომსახურებით სარგებლობისას თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს «Yandex Cloud Technologies» LLC-ს;

თქვენს მიერ კომპანია «Yandex.Drive» LLC-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 5177746277385) სერვისებითა და მომსახურებით სარგებლობისას თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს «Yandex.Drive» LLC-ს დასამუშავებლად იმ პირობებზე და იმ მიზნებისთვის, რომელიც განსაზღვრულია «Yandex.Drive» სერვისით სარგებლობის პირობებში (https://yandex.ru/legal/drive_termsofuse);

თქვენს მიერ კომპანია «Yandex.Bus» LLC-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 1177746347591) სერვისებითა და მომსახურებით სარგებლობისას თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს «Yandex.Bus» LLC-ს დასამუშავებლად იმ პირობებზე და იმ მიზნებისთვის, რომელიც განსაზღვრულია «Yandex.Bus» სერვისით სარგებლობის პირობებში (https://yandex.ru/legal/bus_termsofuse);

თქვენს მიერ კომპანია «EDADEAL PROMO» LLC-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 5157746114477) სერვისებითა და მომსახურებით სარგებლობისას თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს «EDADEAL PROMO» LLC-ს დასამუშავებლად იმ პირობებზე და იმ მიზნებისთვის, რომელიც განსაზღვრულია «Edadeal» სერვისით სარგებლობის პირობებში (http://corp.edadeal.ru/legal);

თქვენს მიერ კომპანია «Kinopoisk» LLC-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 1077759854919) სერვისებითა და მომსახურებით სარგებლობისას თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს «Kinopoisk» LLC-ს დასამუშავებლად იმ პირობებზე და იმ მიზნებისთვის, რომელიც განსაზღვრულია «Kinopoisk» სერვისით სარგებლობის პირობებში (https://yandex.ru/legal/kinopoisk_termsofuse);

თქვენს მიერ კომპანია Yandex Europe AG სერვისებითა და მომსახურებით სარგებლობისას თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს Yandex Europe AG დასამუშავებლად იმ პირობებზე და იმ მიზნებისთვის, რომელიც განსაზღვრულია სერვისით სარგებლობის პირობებში (https://yandex.com/legal/termsofservice);

თქვენს მიერ კომპანია Yandex.Go Israel Ltd (სარეგისტრაციო ნომერი: 515926285), სერვისებითა და მომსახურებით სარგებლობისას თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს Yandex.Go Israel Ltd დასამუშავებლად იმ პირობებზე და იმ მიზნებისთვის, რომელიც განსაზღვრულია სერვისით სარგებლობის პირობებში (https://yandex.com/legal/yango_termsofuse).

დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაციის დამატებითი პროფესიონალური განათლების „მონაცემთა ანალიზის სკოლის“ (INO СPE “SDA”), სერვისით და მომსახურებით სარგებლობისას, ასევე მის მიერ ორგანიზებულ პროექტებში მონაწილეობისას, თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს INO СPE “SDA” -ს დასამუშავებლად, მონაცემთა დამუშავების თავისივე წესებით და მიზნებით;

შპს «Yandex.Mediaservices» (რეგ. N: 1187746644920) მომსახურებით სარგებლობისას თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს შპს «Yandex.Mediaservices» -ს « Yandex.Music» -სსამომხმარებლო შეთანხმებაში მოცემული მიზნებისთვის და განსაზღვრული პირობებით დამუშავებისთვის (https://yandex.ru/legal/music_termsofuse), «Yandex.Afisha» (https://yandex.ru/legal/afisha_termsofuse);

შპს «Yandex.Fuel» (რეგ. N: 1187746812725) მომსახურებით სარგებლობისას თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს შპს « Yandex.Fuel» -ს «Yandex.Fuel» -ს სამომხმარებლო შეთანხმებაში მოცემული მიზნებისთვის და განსაზღვრული პირობებით დამუშავებისთვის (https://yandex.ru/legal/zapravki_termsofuse);

შპს «Clinic Yandex.Health» (რეგ. N: 5177746308394) მომსახურებით სარგებლობისას თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს შპს «Clinic Yandex.Health» -ს «Clinic Yandex.Health» -ს სამომხმარებლო შეთანხმებაში მოცემული მიზნებისთვის და განსაზღვრული პირობებით დამუშავებისთვის (https://yandex.ru/legal/health_termsofuse).

ამასთან ერთად თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს იანდექსის ჯგუფში შემავალ პირებს, რომლებიც თქვენს ქვეყანაში იმყოფებიან საიტების და სერვისების გამოყენებისას თქვენთვის დახმარების აღმოჩენისა მიზნით. მაგ: თუ იმყოფებით ყაზახეთის ტერიტორიაზე თქვენი ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს შპს «Yandex.Kazakhstan» -ს .

7.2. Yandex ჯგუფის გარეთ

Yandex-მა პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადასცეს მესამე პირებს, რომლებიც არ შედიან Yandex ჯგუფში, წინამდებარე პოლიტიკის მე-5 ნაწილით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. ყურადღება მიაქციეთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში პერსონალური ინფორმაციის დაცვის დონე შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენს იურისდიქციაში დაწესებული ზომებისგან, და, Yandex-ის სერვისების გამოყენებისას, თქვენ ეთანხმებით ასეთ გადაცემას.

ასეთ მესამე პირებს შეიძლება განეკუთვნებოდეს:

(i) პარტნიორები, ისეთები როგორიცაა საიტებისა და აპლიკაციების მფლობელები, სარეკლამო ქსელები და სხვა პარტნიორები, რომლებიც Yandex-ს უწევენ საიტებზე, პროგრამებში, პროდუქტებსა და სხვა სერვისებში რეკლამის განთავსებისა და გამოსახვის მომსახურებას. რომელიც ეკუთვნის ან აკონტროლებენ ასეთი პარტნიორები; კომპანიები რომლებიც ანხორციელებენ გადაზიდვის (გადაყვანის) მომსახურებას (ტაქსი);

(ii) სარეკლამო სააგენტოები ან სხვა პარტნიორები, რომლებიც თქვენთვის ანთავსებენ რეკლამას Yandex-ის საიტებზე და/ან სერვისებზე, და აგრეთვე ისეთი პარტნიორები, როგორებიცაა საონფორმაციო სერვისების მომწოდებლები ან კონსულტანტები.

Yandex-მა ასევე შეიძლება გადასცეს პერსონალური ინფორმაცია მესამე პირებს, რომლებიც არ შედიან Yandex ჯგუფში:

(i) მესამე პირებს, რომელთა მიმართაც ხორციელდება უფლებების ან ვალდებულებების დათმობა, ან ნოვაცია შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე;

(ii) ნებისმიერ ნაციონალურ და/ან საერთაშორისო მარეგულირებელ ორგანოს, სამართალდამცავ ორგანოებს, ცენტრალური და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს, სხვა ოფიციალურ და სახელმწიფო ორგანოებს, რომლების წინაშეც Yandex-ი ვალდებულია გადასცეს ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში;

(iii) მესამე პირებს, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გამოთქვით თანხმობა თქვენი პერსონალური ინფორმაციის გადაცემაზე ან პერსონალური ინფორმაციის გადაცემა აუცილებელია თქვენთვის შესაბამისი სერვისის მოსაწოდებლად ან თქვენთან დადებული გარკვეული შეთანხმებისა ან ხელშეკრულების შესასრულებლად;

(iv) ნებისმიერ მესამე პირს Yandex-ის სამართლებრივი დაცვის განსახორციელებლად ან მესამე პირებს თუ თქვენ დაარღვევთ Yandex-ის სერვისებით სარგებლობის სამომხმარებლო ხელშეკრულებას (https://yandex.ru/legal/rules), წინამდებარე პოლიტიკას ან ცალკეული სერვისებით სარგებლობის მარეგულირებელ პირობებს, ან ისეთ ვითარებაში, როდესაც არსებობს ასეთი დარღვევის საშიშროება.

8. სად ინახება და მუშავდება თქვენი პერსონალური ინფორმაცია

თქვენი პერსონალური ინფორმაცია ინახება რუსეთის ფედერაციაში და/ან ეეზ-ში.

რუსეთის მომხმარებლებისათვის: Yandex-ი ახორციელებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების ჩაწერას, სისტემატიზაციას, დაგროვებას, შენახვას, დაზუსტებას განახლებას, შეცვლას), ამოღებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ბაზების მეშვეობით.

ეეზ, შვეიცარიისა და ისრაელის მომხმარებლებისათვის: რუსეთი წარმოადგენს ევროპული ეკონომიკური ზონის გარეთ არსებულ იურისდიქციას, რომელიც ევროპილმა კომისიამ არ სცნო პერსონალური მონაცემების დაცვის ადექვატური დონის უზრუნველმყოფელად. ამიტომ Yandex-მა მიიღო შესაბამისი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასეთი გადაცემა განხორციელდეს ევრო კავშირის მოქმედი დაცვის წესების შესაბამისად.

კერძოდ კი, Yandex-ი ხელმძღვანელობს სტანდარტული სახელშეკრულებო პირობებით, რომლებიც დამტკიცებულია ევროპული კომისიის მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემების, რომელიც გადაეცემა რუსეთში, დაცვის ადექვატური დონის უზრუნველმყოფელად. ასეთი სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების ასლის მიღება შესაძლებელია მოთხოვნის შემთხვევაში.

თუ თქვენ იმყოფებით ისეთ ტერიტორიაზე, სადაც თქვენი პერსონალური ინფორმაციის სახვა იურისდიქციაში გადასაცემად საჭიროა თქვენი თანხმობა, მაშინ საიტებითა და სერვისებით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ აშკარა და ცალსახა თანხმობას უცხადებთ Yandex-ს ასეთ გადაცემაზე ან შენახვაზე, და/ან სხვა იურისდიქციებში, რუსეთის ჩათვლით, მათ დამუშავებაზე.

9. რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

Yandex-ი შეინახავს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას იმდენი ხანი, რამდენიც საჭიროა იმ მიზნების მისაღწევად, რისთვისაც ის იყო შეგროვებული, ან კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნების დასაცავად.

თუ კანონი ან თქვენთან დადებული შეთანხმება სხვას არ მოითხოვს, ელექტრონული წერილები და საბუთები, რომელსაც თქვენ ინახავთ Yandex-ის სისტემაში, როგორც სერვისის ნაწილს, შეინახება იმ დრომდე, სანამ თქვენ გაქვთ ექაუნთი, მაგრამ თქვენ გაქვთ მათი ნებისმიერ დროს წაშლის უფლება.

თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენი რაიმე პერსონალური ინფორმაცია წაიშალოს Yandex-ის მონაცემთა ბაზიდან, თქვენ შეგიძლიათ თვითონ ამოიღოთ საჭირო პერსონალური ინფორმაცია თქვენი ექაუნთის მეშვეობით ან საიტებისა და/ან სერვისების ინტერფეისების მეშვეობით (სადაც შესაძლებელია).

10. თქვენი უფლებები

10.1. რა უფლებები გაგაჩნიათ

იმ შემთხვევაში, თუ ეს დაშვებულია მოქმედი კანონმდებლობით, თქვენ გაქვთ წვდომა თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან, რომელსაც ამუშავებს Yandex-ი წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.

თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ რაიმე ინფორმაცია, რომელსაც Yandex-ი ინახავს თქვენს შესახებ, არ არის კორექტული ან სრული, თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ ექაუნთში და დამოუკიდებლად შეასწოროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში, თუ ეს დაშვებულია მოქმედი კანონმდებლობით, თქვენ უფლება გაქვთ:

  • გაეცანით თქვენს ინფორმაციას, რომელსაც იანდექსი ინახავს;
  • მოითხოვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის ან მისი ნაწილის ამოღება, და აგრეთვე გამოიხმოთ თქვენი თანხმობა პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე;
  • მოითხოვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების შეზღუდვა;
  • მოითხოვოთ სტანდარტული სახელშეკრულებო პერობების, რომელიც ნებართვას იძლევა თქვენი პერსონალური ინფორმაციის რუსეთში გადაცემაზე და რომელიც მითითებულია წინამდებარე პოლიტიკის მე-8 ნაწილში, ასლი;
  • უარი განაცხადოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე, თუ ამას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა.

Yandex-ი შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ ეს დაშვებულია მოქმედი კანონმდებლობით, თქვენ აგრეთვე შეიძლება გაგაჩნდეთ სხვა უფლებები, რომელიც ზემოთ არაა ნახსენები.

სერვისებით სარგებლობისას პერსონალური ინფორმაციის გადაცემა ხდება თქვენი თანხმობით, რომელიც გამოხატავს თქვენს თავისუფალ არჩევანს და ინტერესს (კერძოდ თქვენთან ხელშეკრულებით) და არ არის კანონით სავალდებულო.

10.2. როგორ შეგიძლიათ თქვენი უფლებების რეალიზება

ზემოდ აღნიშნული უფლებების განსახორციელებლად, გთხოვთ შეხვიდეთ თქვენს ექაუნთში, ხოლო ინტერფეისში სპეციალური ფუნქციის არარსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით Yandex-ს (იხ. წინამდებარე პოლიტიკის მე-13 ნაწილი).

თუ თქვენ არ გაკმაყოფილებთ ის, თუ როგორ ამუშავებს Yandex-ი თქვენს პერსონალური ინფორმაციას, გთხოვთ, შეგვატყობინეთ, და ჩვენ განვიხილავთ თქვენს პრეტენზიას. თუ თქვენ არ გაკმაყოფილებთ Yandex-ი პასუხი, თქვენ უფლება გაქვთ იჩივლოთ კომპეტენტურ ორგანოში.

11. როგორ ვიყენებთ ჩვენ cookie ფაილებს და სხვა მსგავს ტექნოლოგიებს საიტებზე ან თქვენს მიერ სერვისებით სარგებლობისას

11.1. რა არის ქუქი ფაილები და რატომ იყენებს მათ იანდექსი

Cookie ფაილები — მონაცემთა მცირე ფრაგმენტი, რომელიც მიიღება და დამუშავდება საიტების წვდომისას თქვენს მიერ გამოყენებული მოწყობილობებით. ქუქი ფაილები ინახავს და უკან საიტს უბრუნებს ინფორმაციას რომელიც გეხმარებათ საიტებში მუშაობისას და საშუალებას გვაძლევს დავიმახსოვროთ თქვენი უპირატესობები, მაგ: ბრაუზერის მონაცემები ან გავიგოთ თქვენი ანგარიშის მონაცემები. ქუქი ფაილების, მათი აღწერისა გამოყენების მიზნის და მათი მართვის შესაძლო მეთოდების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიყევით ქუქი ფაილების გამოყენების შესახებ ჩვენს პოლიტიკას (https://yandex.ru/legal/cookies_policy).

საიტებზე გამოიყენება შემდეგი სახის cookie ფაილები:

  • მკაცრად აუცილებელი cookie ფაილები / ტექნიკური cookie ფაილები: ეს cookie ფაილები აუცილებელია საიტების მუშაობისათვის და თქვენთვის სერვისების მოსაცემად; გარდა ამისა. ის საშუალებას აძლევს Yandex-ს მოახდინოს თქვენი აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის იდენტიფიცირება, თქვენი ბრაუზერის ჩათვლით;
  • სატატისტიკური / ანალიტიკური cookie ფაილები: ეს cookie ფაილები მომხმარებელთა ამოცნობის, მათი რაოდენობის დათვლის და ისეთი ინფორმაციის, როგორიცაა საიტებსა და სერვისებში თქვენს მიერ განხორციელებული ოპერაციების, მათ შორის თქვენს მიერ მონახულებული ვებ-გვერდებისა და კონტენტის შესახებ ინფორმაციის მოგორვების საშუალებას იძლევა;
  • ტექნიკური cookie ფაილები: ეს cookie ფაილები აგროვებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ მომხმარებლები საიტებთან და/ან სერვისებთან, რაც შეცდომების გამოვლენისა და საიტებისა და სერვისების ნაყოფიერების ასამაღლებლად ახალი ფუნქციების ტესტირების საშუალებას იძლევა;
  • ფუნქციონალური cookie ფაილები: ეს cookie ფაილები გარკვეული ფუნქციების მოცემის საშუალებას იძლევა, რათა გაგიმარტივოთ საიტებით სარგებლობა, მაგალითად, თქვენი პრიორიტეტების დამახსოვრება (ისეთი, როგორიცაა ენა და ადგილმდებარეობა);
  • (გარეშე) სამეთვალყურეო ფაილები / სარეკლამო cookie ფაილები: ეს cookie ფაილები აგროვებს ინფორმაციას მომხმარებლის, ტრაფიკის წყაროს, ნანახი გვერდებისა და თქვენთვის ასახული რეკლამის შესახებ, აგრეთვე იმის შესახებ, რომლთაც გადახვედით სარეკლამო გვერდზე. ის იმ რელკამის ასახვის საშუალებას იძლევა, რომელმაც შეიძლება დაგაინრეტესოთ, თქვენს შესახებ შეგროვებული პერსონალური ინფორმაციის ანალიზის თანახმად. ის აგრეთვე გამოიყენება სტატისტიკური და კვლევითი მიზნებისთვის.

11.2. რამდენ ხანს ინახება cookie ფაილები თქვენს მოწყობილობაზე

Yandex-ი იყენებს cookie ფაილებში არსებულ ინფორმაციას მხოლოდ ზემოთ ნახსენები მიზნებისთვის, რის შემდეგაც შეგროვებულ მონაცემები შეინახება თქვენს მოწყობილობაზე იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც შეიძლება დამოკიდებული იყოს cookie ფაილების შესაბამის ტიპზე, მაგრამ არაუმეტეს ვადისა, რომელიც აუცილებელია მიზნის მისაღწევად, რის შემდეგაც ისინი ავტომარურად იქნება მოშორებული თქვენი მოწყობილობიდან.

11.3. კიდევ ვის აქვს წვდომა cookie ფაილებში არსებულ ინფორმაციასთან

თქვენს მოწყობილობაზე გამთავსებული cookie ფაილების მიერ მოგროვებული პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს და მისაწვდომი გახდეს Yandex-ისთვის და/ან მესამე პირებისთვის, რომლებიც მითითებულია წინამდებარე პოლიტიკის მე-7 ნაწილში. პერსონალური ინფორმაციის სარეკლამო მიზნებში საიტის გარეთ გამოყენება, თუ ასეთი არსებობს, შეიძლება იყოს ცალკე სამომხმარებლო ხელშეკრულიბის საგანი, რომელიც ხელმისაწვდომია მესამე პირთა ვებ-გვერდებზე. Yandex-მა და/ან მესამე პირებმა აგრეთვე შეიძლება მოგცენ საშუალებ უარი თქვათ იმ რეკლამის პერსონალიზებაზე, რომელიც შეიძლება იყოს იმ კანონმდებლობისა და წესების რეგულირების საგანი, რომელიც გამოიყენება ასეთი პროდუქტებისა და შემოთავაზებების მიმართ.

საიტებზე პირველად შესვლის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვონ თქვენი თანხმობა cookie ფაილების გამოყენებაზე. მას მერე, რაც თქვენ დასთანხმდით cookie ფაილების გამოყენებაზე, თქვენ მოგინდებათ გადაწყვეტილების შეცვლა, თქვენ ამის გაკეთება შეგიძლიათ cookie ფაილების, რომელიც ინახება თქვენს ბრაუზერში, წაშლით (როგორც წესი ამის გაკეთება შეიძლება ბრაუზერის პარამეტრებში — გთხოვთ, მიმართოთ ბრაუზერთან მუშაობის სახელმძღვანელოს ან მისი დამმუშავებლის საიტს. ამის შემდეგ შესაძლოა ისევ აისახოს მცურავი ფანჯარა, რომელიც ისევ გთხოვთ თანხმობას, და თქვენ შესძლებთ სხვა არჩევანის გაკეთებას. თუ თქვენ უარს ამბობთ cookie ფაილების გამოყენებაზე, ამან შეიძლება ის გამოიწვიოს, რომ საიტის ზოგიერთი ფუნქცია თქვენთვის არ იქნება ხელმისაწვდომი, და იმოქმედებს თქვენს მიერ საიტით სარგებლობაზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრები, რომ მიიღოთ ან უარი თქვათ ყველა cookie ფაილზე ან განსაზღვრული საიტების cookie ფაილებზე, Yandex-ის ჩათვლით. თუ თქვენ Yandex-ის ერთ ერთ საიტზე თანხმობა განაცხადეთ cookie ფაილების გამოყენებაზე, ჩვენ ჩავთვლით, რომ თქვენ თანახმა ხართ ყველა საიტზე cookie ფაილების გამოყენებაზე.

Yandex-მა აგრეთვე შეიძლება გამოიყენოს ვებ-ნიშნები (პიქსელური თეგები) წვდომის განსახორციელებლად იმ cookie ფაილებთან, რომელიც ადრე იყო განთავსებული თქვენს მოწყობილობაზე, შემდეგი მიზნებისთვის:

(i) განსაზღვროს საიტებზე და სერვისებით სარგებლობის პროცესში თქვენი მოქმედებები თქვენს მოწყობილობაზე შენახულ cookie ფაილებთან წვდომისა და გამოყენების გზით;

(ii) სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, რომელიც დაკავშირებულია Yandex-ის საიტების, სერვისებისა ან პროდუქტების და შემოთავაზებების მუშაობასთან.

12. წინამდებარე პოლიტიკის განახლება

წინამდებარე პოლიტიკაში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები. Yandex-ს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ შეიტანოს ცვლილებები, მათ შორის, არ შემოისაზღვროს, იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი ცვლილებები განპირობებულია მოქმედი კანონმდებლობის ცვლილებებით, და აგრეთვე, როდესაც შესაბამისი ცვლილებები განპირობებულია ცვლილებებით საიტებისა და სერვისების მუშაობაში.

Yandex-სი ვალდებულებას იღებს არ შეიტანოს არებითი ცვლილებები, არ დაგაკისროთ დამატებითი ვალდებულებები ან შეზღუდოს თქვენი უფლებები, რომელიც დადგენილია წინამდებარე პოლიტიკით თქვენი გაფრთხილების გარეშე. ჩვენ გაცნობებთ ასეთი ცვლილებების შესახებ. შესაბამისი შეტყობნება შეიძლება ასახული იყოს საიტზე ან სერვისებში (მაგალითად, მცურავი ფანჯარის ან ბანერის მეშვეობით) მანამდე, სანამ ასეთი ცვლილებები შევა ძალაში, ან გამოგეგზავნოთ კავშირის სხვა საშუალებით მაგალითად, ელექტრონული ფოსტით, თუ თქვენ მოგვაწოდეთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები).

13. შეკითხვები და შემოთავაზებები

Yandex-სი მიესალმება თქვენს შეკითხვებსა და შემოთავაზებებს, რომელიც ეხება წინამდებარე პოლიტიკის გამოყენებასა ან ცვლილებას. გთხოვთ, ისარგებლოთ ჩვენი უკუკავშირის ფორმით, რომელიც განთავსებულია მისამართით: https://yandex.ru/support/common/troubleshooting/main.html. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ მისამართით თქვენი უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებული შეკითხვების გამოსაგზავნად ან თქვენი პერსონალური ინფორმაციის არაკორექტულობისა ან არაკანონიერი გამოყენების გამო საჩივრის გამოსათქმელად.

დოკუმენტის წინა ვერსია:

დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandex.ru/legal/confidential_ka/15072019

დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandex.ru/legal/confidential_ka/12022019

დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandex.ru/legal/confidential_ka/07032017